ცნობილი გახდა გრემის 2022 წლის დაჯილდოების კანდიდატები, რომელთა შორისაც ყველაზე მეტი ნომინაციით ისეთი შემსრულებლები ლიდერობენ, როგორებიც ჯასტინ ბიბერი, ოლივია როდრიგო და ბილი აილიში არიან.

ჯასტინ ბიბერი, Doja Cat და H.E.R რვა ნომინაციაში არიან წარდგენილები, ოლივია როდრიგო და ბილი აილიში კი 7-7 ნომინაციას იყოფენ.

ყველაზე მეტი — 11 ნომინაციით ლიდერობს ძირითადად ჯაზისა და R&B-ის შემსრულებელი მუსიკოსი ჯონ ბატისტი, რომელსაც ამერიკელი მსმენელი უკვე საკმაოდ კარგად იცნობს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის, მაგალითად, პიქსარის ცნობილი ანიმაციის Soul საუნდტრეკის ავტორიცაა, ჯერ საერთაშორისო ასპარეზზე მის შემოქმედებას ნაკლებად იცნობენ.

აღსანიშნავია, რომ დაბრუნების შემდეგ პირველი ნომინაცია მიიღო შვედურმა ლეგენდარულმა ჯგუფმა ABBA.

გრემის მთავარი ნომინაციები ასე გადანაწილდა:

წლის საუკეთესი ალბომი

  • ჯონ ბატისტი — We Are
  • ტონი ბენეტი და ლედი გაგა — Love For Sale
  • ჯასტინ ბიბერი — Justice
  • Doja Cat — Planet Her
  • ბილი აილიში — Happier Than Ever
  • H.E.R. — Back Of My Mind
  • Lil Nas X — Montero
  • ოლივია როდრიგო — Sour
  • ტეილორ სვიფტი — Evermore
  • კანიე უესტი — Donda

წლის საუკეთესო ჩანაწერი

  • I Still Have Faith In You — Abba
  • Freedom — ჯონ ბატისტი
  • I Get A Kick Out Of You — ტონი ბენეტი და ლედი გაგა
  • Peaches — ჯასტინ ბიბერი ft Daniel Caesar & Giveon
  • Right On Time — ბრენდი კარლაილი
  • Kiss Me More — Doja Cat ft Sza
  • Happier Than Ever — ბილი აილიში
  • Montero (Call Me By Your Name) — Lil Nas X
  • Drivers License — ოლივია როდრიგო
  • Leave The Door Open — Silk Sonic

წლის საუკეთესო სიმღერა

  • Bad Habits — ედ შირანი
  • A Beautiful Noise — ალიშა კისი და ბრენდი კარლაილი
  • Drivers License — ოლივია როდრიგო
  • Fight For You — H.E.R.
  • Happier Than Ever — ბილი აილიში
  • Kiss Me More — Doja Cat ft Sza
  • Montero (Call Me By Your Name) — Lil Nas X
  • Peaches — ჯასტინ ბიბერი ft Daniel Caesar & Giveon
  • Leave The Door Open — Silk Sonic
  • Right On Time — ბრენდი კარლაილი

წლის საუკეთესო ახალი შემსრულებელი

  • Arooj Aftab
  • ჯიმი ალენი
  • Baby Keem
  • Finneas
  • Glass Animals
  • Japanese Breakfast
  • The Kid Laroi
  • არლო პარკსი
  • ოლივია როდრიგო
  • Saweetie

სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.