უკიდურესად პრობლემურია — სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნარკოპოლიტიკაზე ღარიბაშვილის განცხადებაზე
ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შესახებ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი უკიდურესად პრობლემურს უწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ღარიბაშვილის განცხადება, ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის წახალისების ნაცვლად, ნარკომომხმარებლების სტიგმატიზებასა და საზოგადოებისგან კიდევ უფრო გარიყვას იწვევს, ხოლო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ჭრილში გამოთქმული მოსაზრებები პრობლემის საფუძვლების აღმოფხვრისკენ არ არის მიმართული.
"მივიჩნევთ, რომ უკიდურესად პრობლემურია პრემიერმინისტრის მხრიდან რეპრესიასა და დასჯაზე ორიენტირებულ რიტორიკის გამოყენება", — ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, პრემიერმინისტრის მიერ დასმული აქცენტი, თითქოს ნარკოპოლიტიკა დღეს საქართველოში ლიბერალურია, რეალობას არ გამოხატავს.
"მართალია, 2015 წლიდან დღემდე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების დამსახურებით, ნარკოპოლიტიკა საქართველოში უფრო მეტად ჰუმანური გახდა ვიდრე მანამდე იყო, თუმცა, არსებითად ის კვლავაც დასჯის და სისხლისსამართლებრივ მექანიზმებს ეყრდნობა", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაცია, ასევე, აღნიშნავს, რომ ცალკეული მიმართულებებით — მაგალითად, მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სანქციების გაუქმება — სასჯელის შემსუბუქება, ან გაუქმება ზოგადად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციად ვერ ჩაითვლება.
"მით უფრო, რომ სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს ქმედითი ღონისძიებები გატარებული ნარკოტიკის მოხმარების პრევენციის კუთხით და კვლავაც ფრაგმენტული და არასაკმარისია ზიანის შემცირებისა და მკურნალობის მიმართულებით არსებული პროგრამები. შესაბამისად, ის, რომ ნარკოტიკის მოხმარება (განსაკუთრებით მოზარდებში) დღეს მნიშვნელოვან სოციალურ გამოწვევას წარმოადგენს, თავისთავად არ უნდა აიხსნას იმით, რომ ბოლო წლებში ცალკეულ ქმედებებზე სასჯელების შემსუბუქება მოხდა. არსებული პრობლემების უპირველესი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ პრევენციის, ზრუნვის და ზიანის შემცირების მექანიზმების არასაკმარისობა, ან არარსებობაა", — ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა და კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს (მაგალითად, Human Rights Watch-ის 2018 წლის ანგარიში), რომ საქართველოში ზრუნვასა და მკურნალობაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება, ფაქტობრივად, მეორეხარისხოვნად არის მიჩნეული.
"გარდა ამისა, პრემიერმინისტრის განცხადებები არ ავლენს ნარკომომხმარებლების მიმართ სტიგმის შემცირების სურვილს. მეტიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს თემა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მიზნებისთვის გამოიყენება. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ნაწილში, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ნარკოდამოკიდებული ადამიანების შრომაზე საუბრობს", — ვკითხულობთთ განცხადებაში.
პრემიერმინისტრმა ყურადღება გაამახვილა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიაზეც, კერძოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის საკითხზე. სოციალური სამართლიანობის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ეს პრობლემა საქართველოში მართლაც დგას, თუმცა საკითხის ისე დასმა, თითქოს ეს ნაკლებად მკაცრი კანონმდებლობის გამო ხდება, გამართლებულად ვერ ჩაითვლება.
"რეცეპტით გასაცემი საშუალებებისა და სააფთიაქო ქსელების კონტროლი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, თუმცა, ამ შემთხვევაში, არსებული სანქციების არაეფექტურობაზე მეტად აშკარაა აღსრულების პრობლემები. ამასთანავე, სანქციების კიდევ უფრო გამკაცრება გამოსავალი ვერ იქნება ნარკოდამოკიდებული პირებისთვის — მათთვის, ვინც არსებული ნარკოპოლიტიკის გამო იძულებულია ფსიქოტროპული საშუალებების მოპოვება კანონსაწინააღმდეგო გზებით სცადოს. ჩვენ ვიაზრებთ, რომ ამ სფეროს მომწესრიგებელ კანონმდებლობას თავისთავად შეიძლება ჰქონდეს გამოწვევები, თუმცა სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემის კანონმდებლობის სიმკაცრის პრიზმიდან დანახვა, ნარკომომხმარებლებთან კვლავაც ომის პერსპექტივით მოქმედებაა", — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
მათივე თქმით, რეალურად, ყურადღება არ ექცევა იმ მიზეზებს, რაც მკურნალობის შესაბამისი სერვისებისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის არარსებობის პირობებში, ნარკომომხმარებლებს ნივთიერებების არალეგალური გზებით მოპოვებისკენ უბიძგებს.
ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს არ გამოიყენონ ეს თემა პოლიტიკური მიზნებისთვის და დაიწყონ მსჯელობა რეალურად ჰუმანური, ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის შექმნისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებული ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრეა, რადგან ის საზოგადოებისთვის "აბსოლუტურად მავნებლური და დამაზიანებელია". მისივე თქმით, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ამ მხრივ ქვეყანაში "კატასტროფული მდგომარეობაა".
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
კომენტარები