დემეტრე ჩალიგავამ და ზვიად ბიბილაშვილმა ხუთივე Shark-ისგან 50 ათასი ლარის დაფინანსება მიიღეს
Shark Tank-ის მორიგი გამარჯვებულებისთვის იდეის მთავარი ინსპირაცია კრისტოფერ ნოლანის ფილმი Inception გახდა. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ბაღის სამმა მეგობარმა ლეონარდო დიკაპრიოს შესრულებით ერთ-ერთი კინო შედევრი ნახა, სიზმრების კონტროლის მოწყობილობის შექმნა გადაწყვიტა. აქედან დაიწყო 3 მეგობრის გუნდის ისტორია, რომელიც ექიმს, ინჟინერსა და პროგრამისტს აერთიანებს.
"თავდაპირველად სიზმრების მართვის აპარატზე დავიწყეთ მუშაობა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ აშშ-ში გოგონების გუნდმა საკმაოდ დახვეწილი მოწყობილობა შექმნა და ჩვენც ხელი ჩავიქნიეთ. შემდეგ ხელის და ფეხის ტვინით მართვადი პროთეზის შექმნა ვცადეთ და ესეც არ გამოგვივიდა. დაახლოებით 1.5 წლის წინ ერთ-ერთ ტექნოლოგიურ ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც მთავარი კითხვა იყო "რითი გაერთობიან ადამიანები მომავალში". ჩვენც ვიფიქრეთ, რომ ფიზიკური ძალის შემდეგ აზროვნება ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი გახდებოდა და მისი ვიზუალიზაცია ვცადეთ. ასე მივედით არსებული იდეამდე", — გვიყვება ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად ბიბლაშვილი, რომელიც მომავალი ექიმია.
ტვინისა და ტექნოლოგიის დაკავშირება მხოლოდ "სიხშირითაა" შესაძლებელი. მათი ტექნოლოგიაც სწორედ ასე გადასცემს ადამიანის ბრძანებას მოწყობილობას, რომელსაც 1 ფუნქციის შესრულება შეუძლია, მაგალითად: ნათურის ანთება, ან ტელევიზორის ჩართვა.
"საბოლოო ჯამში გვსურს ისეთი პროდუქტი შევქმნათ, რომელიც არაინვაზიური მეთოდით (ფიზიკური ოპერაციის ჩატარების გარეშე) იმუშავებს და მრავალფუნქციური იქნება. სამივე მათგანი ვმუშაობდით და პარალელურად ვსწავლობდით, ამიტომ პროცესი დროში გაიწელა. საქმის გაგრძელებისთვის გვჭირდებოდა ინვესტორი, რათა ჩვენი რესურსების 100% საკუთარი პროდუქტისთვის დაგვეთმო. ფაქტობრივად ყველა საგრანტო კონკურსზე მივიღეთ მონაწილეობა, თუმცა არავინ დაგვაფინანსა. არ დავნებდით და ბედი Shark Tank-შიც ვცადეთ", — ამბობს ზვიადი.
პროდუქტით განსაკუთრებით პავლე მგელაძე, Amazon-ის ხელოვნური ინტელექტის მართვის ერთ-ერთი გუნდის ხელმძღვანელი დაინტერესდა. თავდაპირველად 50,000 ლარის სანაცვლოდ 20%-იანი წილის შესთავაზეს ინვესტორებს. საბოლოო ჯამში იდეით ხუთივე Shark დაინტერესდა, თუმცა 50%-იანი წილი მოითხოვეს, იმ შემთხვევაში თუ პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდებოდა, გუნდს დამატებით 50,000 ლარს გადასცემდნენ.
"მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ნახევრის დათმობა არ შედიოდა ჩვენს გეგმებში, მაინც დავთანხმდით. ხუთივე Shark-ის ჩართულობა მხოლოდ ფინანსურ დახმარებას არ ნიშნავს, თითოეულ მათგანს მრავალმხრივი გამოცდილება აქვს, რომელიც პროდუქტის დახვეწაში დაგვჭირდება -იქნება ეს ხელოვნური ინტელექტი თუ იურიდიული კონსულტაცია", — აღნიშნავს ზვიადი.
მოზიდული თანხის დახმარებით, მომავალი 8-10 თვის განმავლობაში კომპანიის დამფუძნებლები დემო ვერსიის შექმნაზე იმუშავებენ. ამასობაში გუნდს მე-4 წევრიც შეემატა, რომელიც ფინანსურ მხარეს უხელმძღვანელებს და ბიზნესის განვითარების მიმართულებას ჩაიბარებს.
როგორც არ უნდა ჟღერდეს გუნდი, რომელიც ბაღის მეგობრებმა ჩამოაყალიბეს და გონებით მართვად მოწყობილობაზე მუშაობს ილონ მასკის Neuralink-ის კონკურენტია. ამ კომპანიის ღირებულება კი ბოლო მონაცემებით 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. რამდენად შეძლებს ქართველებისგან შემდგარი გუნდი წარმატების მიღწევას გლობალურ ბაზარზე, ამას დრო გვიჩვენებს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
კომენტარები