კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხი 111 903 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხი სირცხვილიას საპროტესტო ვიდეოს ეთერში გაშვების გამო 111 903 ლარით დააჯარიმა. კომისიის განმარტებით, საუბარია 17 და 18 ნოემბერს არხის ეთერში განთავსებულ სამ ვიდეორგოლზე"
- "კანონმდებლობის დარღვევით გავრცელებულ ერთ ვიდეორგოლში ნაჩვენებია პოლიტიკური გაერთიანება ეროვნული ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო, რომელსაც აწერია #თავისუფლებამიშას, რასაც მოსდევს საქართველოს პენიტენციური სამსახურის იმ ხელმძღვანელი პირებისა და მოსამართლეების ფოტოები, რომელთაც შეხება ჰქონდათ სააკაშვილის საქმესთან მისი დაპატიმრების შემდეგ და თითოეული ფოტოს ბოლოს ისმის სიტყვა "კლავს", აღნიშნული სიტყვა წერილობით ისახება ეკრანზე, ვიდეორგოლის ბოლოს კი ისმის მოწოდება: "გაათავისუფლე მიხეილ სააკაშვილი";
- "მეორე ვიდეორგოლში წარმოდგენილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის, საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნების ლიდერების, დეპუტატის, თბილისის მერის მიერ სააკაშვილის პატიმრობასთან და შიმშილობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიდან ამონარიდები და თითოეული განცხადების ბოლოს ისმის ხმა — "კლავს", ვიდეორგოლის ბოლოს ისმის მოწოდება "უთხარი მკვლელებს არა", #თავისუფლებამიშას}'.
- მაუწყებლის ეთერში ასევე განთავსებულია ვიდეორგოლი, სადაც ქართული ოცნების პარტიის წევრების ფოტოები პარტიის სიმბოლიკისა და "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის მუსიკის ფონზე არის წარმოდგენილი ეკრანზე, ხოლო კლიპის დასასრულს, როდესაც ისმის სიმღერა "ჩემი საქართველო აქ არის" მათი ფოტოები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახის კონტურში ერთიანდება და ეწერება "სირცხვილია".
მთავარი არხის ადვოკატმა, თამთა მურადაშვილმა On.ge-ს განუცხადა, მათ არ იციან, თუ რომელი ნორმის საფუძველზე დაჯარიმდა კომპანია. მისი შეფასებით, ეს გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვა და ცენზურის დაკანონებაა.
"წარმოუდგენელი სითავხედეა ეს, გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვა, ცენზურის დაკანონება და საფრთხის ქვეშ დაყენება იმ ფორმით, რომ ჩვენ დღემდე არ ვიცი რომელი ნორმის საფუძველზე დაგვაჯარიმეს, რას თვლიან კონკრეტული ტიპის აკრძალულ რეკლამად, რა კრიტერიუმებით აფასებენ. ხვალაც შეიძლება მსგავს კლიპზე დაგვიდგინონ დარღვევა და შეიძლება საერთოდ შეგვიჩერონ მაუწყებლობის უფლება. ეს არის წარმოუდგენელი რამ. საერთოდ, არანაირი მუხრუჭი უკვე კომისიას აღარ აქვს, გაცხადებული პოლიტიკაა მედიის დახურვის, სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის. პირდაპირ, ცალსახად, მკაფიოდ გამოცხადებული ომი სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად", — აცხადებს ის.
კომისიის სხდომას ესწრებოდა აქტივისტი ნოდარ რუხაძე, რომელმაც ზუმში ჩართვისას პოსტერი #სირცხვილია გაშალა.
განახლება: ტექტის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხი მხოლოდ სირცხვილიას კლიპის გამო დააჯარიმა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები