მთავარი არხის სანქცირების ტენდენციაში ცენზურის ნიშნებია — კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის განცხადებით, მთავარი არხის სანქცირების ტენდენცია ცენზურის ნიშნებს ატარებს. კოალიციის წევრი ორგანიზაციები კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლის მთავარი არხისა და მისი წარმომადგენლების მიმართ წარმოებულ საქმეებს საგანგაშოდ მიიჩნევენ. მათივე თქმით, სანქცირების ტენდენცია ეჭვებს აჩენს, რომ კომუნიკაციების კომისია მაუწყებლის შეჩერებასა და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად.
"სამწუხაროდ, კომუნიკაციების კომისია აგრძელებს სადავო პრაქტიკას მაუწყებლის შინაარსის რეგულირებასთან დაკავშირებით, როგორც ეს უხამსობის საბაბით მაუწყებელთა სანქცირებისას გამოვლინდა. ამასთან, კომისია ახალი გადაწყვეტილებით ცდილობს სამოქალაქო აქტივისტებს შეუზღუდოს შესაძლებლობა გააკრიტიკონ ხელისუფლება და ჰქონდეთ მმართველი პარტიისაგან განსხვავებული მოსაზრებების მედიის მეშვეობით გავრცელების შანსი", — ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, 25 ნოემბერს, კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხი მაქსიმალური სანქციით შემოსავლის 1%-ით, 111, 903, 43 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, მაღალი სანქცია მაუწყებლის მიმართ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების წესის არაერთხელ დარღვევის გამო გამოიყენა.
კოლაციაში აღნიშნავენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს მაუწყებლის მიმართ ჯარიმის ზედა ზღვარი გამოიყენოს. ასე მოხდა 2020 წელსაც, როდესაც მთავარ არხს დაეკისრა ჯარიმა 58, 061, 76 ლარის ოდენობით. თითოეულ შემთხვევაში, კომისია ფინანსურ ბერკეტების ამოქმედებით ცდილობს მაუწყებლის სამაგალითოდ დასჯას.
მათივე განცხადებით, რამდენიმე საგანგაშო წინაპირობის ფონზე, მიღებული გადაწყვეტილება აღრმავებს ეჭვებს მთავარი არხის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენის მცდელობის შესახებ.
- მთავარი არხი 2020 წელს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად სანქცირებადი არხი იყო;
- 2020 და 2021 წლებში კომუნიკაციების კომისიამ ყველაზე მაღალი სანქცია სწორედ მთავარი არხის მიმართ გამოიყენა;
- მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ წამოწყებულ სისხლისსამართლის საქმეზე სახალხო დამცველის შეფასებით, ბრალდების შინაარსი სადავოა;
- მთავარი არხის სარედაქციო პოლიტიკა, ასევე, ხშირად არის გაკრიტიკებული კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის მედიააკადემიის მიერ;
- მთავარი არხის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აკეთებენ კრიტიკულ და დისკრიმინაციულ განცხადებებს. მათ შორის, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მაუწყებლის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა;
- 25 ნოემბრის გადაწყვეტილებაში კომუნიკაციების კომისია ეყრდნობა მხოლოდ საკუთარ პრაქტიკას და ინტერპრეტაციას. მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს პირდაპირი აკრძალვა მაუწყებლის მიერ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების თაობაზე;
- კომუნიკაციების კომისია კიდევ ერთხელ ჩაერია მაუწყებლის შინაარსში. მან პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია ვიდეორგოლები მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტის გამო. კომისიის ეს მიდგომა განჭვრეტადობის პრინციპს არღვევს;
- კომისიის გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპს. არ არის სათანადოდ დასაბუთებული, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაში ამგვარი ჩარევა;
- კრიტიკას იმსახურებს მთავარი არხის მიმართ გამოყენებული მაქსიმალური სანქციის პროპორციულობაც.
კოალიციაში ფიქრობენ, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის დაწესებისაკენ გადადგმული ეს ნაბიჯი საქართველოში კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვის თავისუფლების არსებობისთვის უაღრესად საშიშია.
გაიგე მეტი:
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები