სამხრეთ აფრიკიდან ნიდერლანდებში ჩასულ 61 მგზავრს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც New York Times წერს, ამ ეტაპზე, უცნობია არის თუ არა ეს კორონავირუსის ახალი, ომიკრონის შტამი — მიმდინარეობს ვარიანტების კვლევა.

სამხრეთ აფრიკაში სამშაბათს კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი, რომელსაც ომიკრონი დაარქვეს, შეშფოთების საგნად გამოაცხადა.

COVID-19-ის ახალი შტამის გამო ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკის შეერთხებული შტატები სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან ფრენების აკრძალვას აწესებენ.

გაიგეთ მეტი: