ახალი შტამის გავრცელების გამო საქართველო 8 ქვეყნიდან შემოსული მგზავრებისთვის რეგულაციებს აწესებს

ფოტო: BBC
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო 8 ქვეყნიდან მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება. გადაწყვეტილება 28 ნოემბრიდან ამოქმედდება.
მთავრობის განცხადებით, ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში უმოგზაურია აღნიშნულ ქვეყნებში, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.
ეს ქვეყნებია:
- სამხრეთ აფრიკა;
- ბოცვანა;
- ზიმბაბვე;
- ნამიბია;
- ლესოტო;
- ესვატინი (სვაზილენდი);
- მოზამბიკი;
- მალავი
მათივე თქმით, 14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR ტესტირება. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში — თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.
COVID-19-ის ახალი შტამის გამო ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკის შეერთხებული შტატები სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან ფრენების აკრძალვას აწესებენ.
გაიგეთ მეტი:
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები