დუეინ ჯონსონმა ამერიკელ ვეტერანს საშობაოდ თავისი მანქანა აჩუქა
დუეინ ჯონსონს მთელ მსოფლიოში მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ თუ აქამდე არ იცოდით, მაინც რით დაიმსახურა ამ მსახიობმა საყოველთაო სიყვარული, ქვემოთ მოცემული ისტორია შეიძლება ამის გაგებაში საუკეთესოდ დაგეხმაროთ.
ცოტა ხნის წინ ფორსაჟის ამ ვარსკვლავის ახალი ფილმი Red Notice გამოვიდა, რომელშიც დუეინ ჯონსონი გალ გადოტთან და რაიან რეინოლდსთან ერთად მთავარ როლს ასრულებს. სწორედ ამ ფაქტის აღსანიშნავად ჯონსონმა ფანებს სიურპრიზი მოუწყო: კინოთეატრში ფილმის ჩვენება გამართა და უფასო სეანსზე დაპატიჟა.
თუმცა მათ შორის ერთ-ერთ მაყურებელს განსაკუთრებულად გაუმართლა.
აშშ-ის საზღვაო ძალების ვეტერანი ოსკარ როდრიგესი ჯერ მსახიობმა სცენაზე მიიხმო და საჯაროდ ილაპარაკა მის დამსახურებებზე, შემდეგ კი საკუთარი მანქანა საჩუქრად გადასცა.
ამ ემოციური მომენტის ამსახველი კადრები დუეინ ჯონსონმა ინსტაგრამის პირად გვერდზე გაავრცელა:
"ვეცადე, დარბაზში მყოფ მაყურებლებზე მაქსიმალურად ბევრი რამ გამეგო და მათ შორის ოსკარის ისტორიამ ყველაზე მეტად იმოქმედა. ის თავის 75 წლის დედაზე ზრუნავს, პერსონალური ტრენერია, თავისი ეკლესიის წინამძღოლია, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს უჭერს მხარს, საზღვაო ძალების ამაყი ვეტერანი და კეთილი ადამიანია" — წერს დუეინ ჯონსონი ვიდეოს აღწერაში.
როგორც ეს 49 წლის მსახიობი აღნიშნავს, მას სურდა, ოსკარისთვის Porsche Taycan ეჩუქებინა, რომელსაც ფილმში Red Notice მისი პერსონაჟი მართავს, მაგრამ კომპანია პორშესგან თანხმობა ვერ მიიღო, ამიტომ გადაწყვეტა, საკუთარი ავტომობილი დაეთმო ოსკარისთვის.
"მადლობა გაწეული სამსახურისთვის, ძმაო. სასიამოვნო დრო ატარე შენს ახალ მანქანასთან ერთად", — ოსკარ როდრიგესი კითხულობს წერილს, რომელიც დუეინ ჯონსონის მანქანაში დახვდა.
"შობას გილოცავთ შენ და შენს ოჯახს", — ასე მთავრდება დუეინ ჯონსონის ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერა.
როგორც ჩანს, დღესასწაულებზე ხანდახან მართლა ხდება სასწაულები.
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები