დაცვის მხარის მიზანია, სააკაშვილმა გააკეთოს განცხადება, მართლმსაჯულებით არ ინტერესდებიან — პროკურორი
პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მთავარი მიზანი ექსპრეზიდენტის სასამართლოში მისვლა და იქ მის მიერ განცხადების გაკეთებაა. გულუაშვილი ამბობს, რომ ისინი არ ინტერესდებიან მართლმსაჯულების განხორციელებით. პროკურორი ამ პოზიციას იმით ამყარებს, რომ სააკაშვილი აქამდე არ გამოთქვამდა სურვილს, მონაწილეობა მიეღო მისი საქმეების განხილვაში.
"როგორც დაცვის მხარის პოზიციას ვისმენთ, უშუალოდ ამ [7 ნოემბრის საქმე] სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მათი პირველადი მიზანი არის მიხეილ სააკაშვილმა გააკეთოს განცხადება. ამ განცხადების მიღმა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესით ისინი, სამწუხაროდ, არ ინტერესდებიან. როგორც თქვენთვის ცნობილია, ოთხივე სისხლის სამართლის საქმე წლების განმავლობაში იხილება ქართულ სასამართლოებში და არც ერთხელ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონია სურვილი ამ მართლმსაჯულების პროცესში რაიმე ფორმით მონაწილეობის მიღებისა.
დღეს, როდესაც ის დაკავებულია და როდესაც გამოთქვამს სურვილს, წარსდგეს სასამართლოს წინაშე, ერთადერთი მიზანი ამისა, თავად ადვოკატების განცხადებითვე, არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა გააკეთოს განცხადება და არა ის, რომ მათ კონსტრუქციულ რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში. ამიტომ, დაცვის მხარის შეფასებები, ალბათ, უფრო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, ვიდრე მართლმსაჯულების პროცესში მათი ფუნქციების აქტიურად განხორციელებას", — განაცხადა ამირან გულუაშვილმა იმედის ეთერში.
რაც შეეხება სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე დასწრების, პროკურორი ამბობს, რომ თუ მას ამის სურვილი აქვს, შესაძლებლობაც უნდა მიეცეს. გულუაშვილის თქმით, მათ დაცვის მხარეს შესთავაზეს ბრალდებულის დისტანციურად ჩართვაც, რაზეც უარი მიიღეს.
"ჩვენთვის მისაღებია ნებისმიერ ფორმა, სადაც ბრალდებულს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, ამის შესაძლებლობა ექნება. მიუხედავად წარსულში დაკავებული თანამდებობისა, ყველა პირი სასამართლოს წინაშე სარგებლობს თანაბარი უფლებებით, ყველა ბრალდებულს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მისი ბრალდების საქმის განხილვაში", — აცხადებს პროკურორი.
29 ნოემბერს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება, რომლის პარალელურად ოპოზიციამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია დააანონსა. იქამდე, თავად სააკაშვილმა მოუწოდა მხარდამჭერებს შეკრებისკენ. ჯერჯერობით უცნობია, მისცემს თუ არა იუსტიციის სამინისტრო მას საკუთარ სასამართლო სხდომაზე დასწრების საშუალებას.
22 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ვინაიდან ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა, გამოირიცხა ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ის სასამართლოში არ მიჰყავდათ. მისივე თქმით, ექიმების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, შესაძლოა, შემდგომ სასამართლო პროცესზე დარბაზში მიიყვანონ.
ბრეგაძის მტკიცებით, სხდომაზე არ მიყვანას 2 მთავარი ფაქტორი ჰქონდა: უსაფრთხოება და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების რისკი. ის ვრცლად საუბრობს მეორეზე, თუმცა დეტალურად არ განიხილავს პირველს — უსაფრთხოებას.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები