კომპანია თბილსის მიკროავტობუსი აცხადებს, რომ ხაზზე გამოსვლამდე თითოეული მიკროავტობუსი გაივლის ტექნიკურ შემოწმებას და კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მანქანას აეკრძალება ხაზზე გასვლა და დადგენილი მარშრუტის შესრულება.

"20 ივლისიდან გაიზრდება მონიტორინგის ჯგუფები კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფ ოთხივე ავტოპარკში. მონიტორინგის დღევანდელი შედეგების თანახმად, ხაზზე გასვლა აეკრძალა 70 მიკროავტობუსს".

კომპანია მიკროავტობუსის განცხადებით, 19 ივლისის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, გამოვლინდა 66 მძღოლი, რომელიც მგზავრთა გადაყვანის დროს შეგნებულად არ რთავდა ჰაერის გამაგრილებელს:

"უსაფრთხოების სამსახურმა გაატარა შესაბამისი სანქციები და ათი დღის ვადით აეკრძალათ მიკროავტობუსებზე მუშაობა. ტექნიკური შემოწმება რეგულარულად ჩატარდება მთელი ზაფხულის განმავლობაში".