პროკურორები სააკაშვილის საქმეზე გვარამიას აცილებას ითხოვდნენ, კოლეგიამ არ დააკმაყოფილა
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა ნიკა გვარამიას აცილება მოითხოვა, რაც მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას ამის შესახებ პროცესზე მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ავრცელებს, რომელიც ერთადერთია მედიიდან, ვისაც დასწრების უფლება მისცეს.
პროკურორმა განაცხადა, რომ გვარამიას აცილების აუცილებლობა 7 ნოემბრის მოვლენებში მისი ჩართულობითაა გამოწვეული.
"ჩართული იყო კონტრდაზვერვის წარმომადგენლების გაგზავნაში ტელეიმედში. 7 ნოემბრის ღამეს, როცა დარბევა ხდებოდა, გვარამია და იმჟამინდელი გენპროკურორის მოადგილე ლაცაბიძეც იმყოფებოდნენ მოდულში, საიდანაც ნიკა გვარამიამ და პროკურატურის ხელმძღვანელებმა გასცეს მითითება და გამომძიებლები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმედში შევიდნენ და გამოაძევეს ჟურნალისტები", — განაცხადა პროკურორმა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი აცხადებს, პასუხად გვარამიამ თქვა: "აზრზე არ ხარ რას ლაპარაკობ ყოფილი პროკურორი შენ ხარ აქ". მანვე განაცხადა, რომ თუ ამ საქმის ფიგურანტად მიიჩნევა, აქამდე დაკითხავდნენ და ის არათუ ბრალდებული, არამედ მოწმეც კი არ ყოფილა. მისივე თქმით, ამ პროცესში არ იყო ჩართული როგორც პროკურორი, მხოლოდ ბრიფინგი ჩაატარა, რაც საქმეში მონაწილეობის მიღება არაა.
"თუ მე ფიგურანტი ვარ აქამდე როგორ არ დამკითხეს? ტყუილია ეს ვის მივეცი მე იმედში წასვლის დავალება? თქვენ წარმოგიდგენიათ რო კონტრადაზვერვას მივეცი დავალება და მოწმედაც არ ვარ გამოძახებული? ბრალდება წაყენებული კი არა მოწმეც კი არ ვარ. თუ ეს ყველაფერი მე მეხებოდა მე გავაკეთე. რასაც მე ვკითხულობდი ჩემი დაწერილი ბრალი არ იყო, მე სპიკერი ვიყავი.", — განაცხადა მან,.
მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ ამ კონკრეტულ საქმეში არ იკვეთება გვარამიას, როგორც ბრალდებულის მონაწილეობა და ამიტომ სამივეს ერთი აზრი აქვთ და აცილების შუამდგომლობას არ აკმაყოფილებენ.
დღეს საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს კოლეგია სამი მოსამართლის შემადგენლობით.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები