იტალიის ერთ-ერთ ქალაქში მოსახლეობის 104% აიცრა
მაშინ, როცა მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის — საქართველოში, კოვიდსაწინააღმდეგო აცრის მსურველთა და ორჯერ აცრილთა რიცხვი მაღალი არაა, იტალიის პატარა ქალაქ პალაცო ადრიანოში მოსახლეობის 104%-ია აცრილი. ამ მაჩვენებლის მიზეზი ისაა, რომ იტალია აცრილი ადამიანების რიცხვს კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში ოფიციალურად რეგისტრირებული ადამიანების მიხედვით ითვლის. პალაცო ადრიანოში კი ოფიციალურად რეგისტრირებული მოსახლეობის გარდა, მეზობელი სოფლებიდან ჩამოსული ან დროებით მცხოვრები ადამიანებიც აიცრნენ. ზოგიერთმა უკვე მესამე დოზის გაკეთებაც კი მოასწრო.
"სტატისტიკა ნამდვილს არ ჰგავს, თუმცა პალაცო ადრიანოში აქ მცხოვრები ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არ არიან რეგისტრირებულნი და მეზობელ სოფლებში მცხოვრები ადამიანებიც აიცრნენ", — აცხადებს პალაცო ადრიანოს მერი ნიკოლო გრანა.
პალაცო ადრიანო, რომელშიც ოსკაროსანი ფილმი Cinema Paradiso გადაიღეს, იტალიის 5 500 დასახლებული პუნქტიდან ერთ-ერთია, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 5 000-ზე ნაკლებია. პალაცო ადრიანოში 2 100 ადამიანია რეგისტრირებული და იმის გამო, რომ ახალგაზრდების უმეტესობა სამსახურის საძებნელად ქალაქიდან მიდის, მოსახლეობის საშუალო ასაკი 60 წელია. ქალაქში ასაკის გამო რისკჯგუფში მყოფი უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რის გამოც ქალაქის წარმომადგენლები შიშობდნენ, რომ კორონავირუსის გავრცელება სავალალო შედეგით დასრულდებოდა.
ქალაქში ვაქცინაციის კამპანია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და ამაში უდიდესი წვლილი თავად მოსახლეობას მიუძღვის. იმის გამო, რომ პალაცო ადრიანოში ერთმანეთს თითქმის ყველა კარგად იცნობს, ქალაქის ოფიციალური წარმომადგენლები ყოველ შემხვედრს ვაქცინაციის აუცილებლობაზე ესაუბრებოდნენ. ქალაქის წარმომადგენლის, სალვატორ სპატას მიხედვით, მეორე დღეს ერთ ოჯახის წევრს ვაქცინის გასაკეთებლად სხვა წევრები და ნათესავები მოჰყავდა.
"ვაქცინაციის პუნქტებში საზეიმო განწყობა სუფევდა. იქაურობა ქალაქის პოპულარულ დღესასწაულებს მოგაგონებდათ. ხალხს ესმოდა, რომ ვაქცინის გაკეთებით ერთგვარ ფარს ქმნიდნენ, რომელიც საზოგადოების დაცვასა და მთლიანი სოფლის გადარჩენას უზრუნველყოფდა", — ამბობს ქალაქის მერი.
მერის თქმით, ვაქცინაციის ირგვლივ გაჩენილი კითხვებისთვის პასუხების გასაცემად და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად მოქალაქეებმა WhatsApp-ის ჩატი შექმნეს. შედეგად, თითოეულმა მათგანმა სწორი ინფორმაცია მიიღო, რის შემდეგაც აცრა გადაწყვიტეს.
"აქ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. ხალხის დარწმუნება მარტივი იყო. აცრით სხვებს ვიცავთ, პალაცო ადრიანოში კი სხვების დაცვა შენი შვილების, მეგობრების შვილებისა და ნათესავების დაცვას ნიშნავს", — ამბობს ქალაქის ერთ-ერთი მცხოვრები, 64 წლის ნიკოლა ლონგო.
"ზოგი ამბობს, რომ ევროპის სხვა ქვეყნებში ხალხი ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ძველი ცხოვრების დაბრუნება მაშინ, როცა იცი, რომ შენ გვერდით მყოფი ადამიანი, შენი მეგობარი და ბარში მყოფი ადამიანები აცრილები არიან, უფრო დაცულად და თავისუფლად გაგრძნობინებს თავს", — ამბობს ქალაქის მერი.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები