პირველი დიპლომირებული მექანიკოსები — ბექა არჩვაძის გეგმები ავტოსამყაროში
ბექა არჩვაძე, ერთ-ერთია იმ 11 სტუდენტიდან, თეგეტა აკადემიის პროფესიული პროგრამის "ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება" პირველ ნაკადში რომ მოხვდა და სწავლა ახლახან დაასრულა.
პროგრამა თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, ამას მოჰყვება სტაჟირება თეგეტას სერვის ცენტრებში. ბექამ ყველა ეს საფეხური გაიარა და ახლა თავადაც კომპანიის თანამშრომელია.
პროფესიულ პროგრამაზე "ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება", პირველი ნაკადი, 2019 წელს მიიღეს. მისი მიზანია სატრანსპორტო სფეროსთვის მოამზადოს ელექტრონული სისტემების პროფესიონალი შემკეთებელი, რომელიც შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას მსხვილ, საშუალო და მცირე კომპანიებში, ელექტრო და ელექტრონული სისტემების სერვისის მიმართულებით. როგორც თეგეტაში ამბობენ, სწავლის პროცესში, სტუდენტები იღებენ ღრმა თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ამ თემასთან დაკავშირებულ თითოეულ საკითხზე.
ბექა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სატრანსპორტო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. 13 წლის განმავლობაში ქართულ ხალხურ ცეკვებს ცეკვავდა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო, ამ საქმისთვის თავის დანებება მოუხდა. ელექტრო და ელექტრონული სისტემები სულ აინტერესებდა, დამოუკიდებლად, ინტერნეტის საშუალებით, უფრო სამოყვარულო დონეზე, გარკვეული ცოდნაც მიიღო, რაც შეეძლო, საკუთარ ავტომობილზე აკეთებდა.
"თუმცა არავინ მყავდა, ვინც ამ სფეროში კარგად გამარკვევდა, სწორ მიმართულებას მომცემდა და მართლა მასწავლიდა რამეს".
თეგეტა აკადემიის ამ პროგრამაზე სოციალური ქსელით შეიტყო. თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, საბუთების გაგზავნაზე ბევრი არც უფიქრია. გასაუბრების გავლის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს შორის მოხვდა და ასე დაეუფლა ახალ პროფესიას.
"თეორიული ნაწილის შემდეგ, პრაქტიკულ სწავლებაზე რომ გადავედით, უკვე შემეძლო მარტო მუშაობა, თუმცა, ჩემი მენტორი ყველაფერს ამოწმებდა და ზედამხედველობას მიწევდა".
ამბობს, რომ ამ პროგრამაზე პროფესიისთვის საჭირო ცოდნა სწორად მიიღო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთია თეორიის სწავლა, მეორე კი — ამ ინფორმაციის სწორად გაანალიზება, ათვისება და შემდეგ, პრაქტიკაში სწორადვე გამოყენება.
"აქ სწორი ცოდნა და მიმართულება მომცეს. ასევე — მიღებული ინფორმაციის სწორად გადამუშავება და გამოყენება მასწავლეს. დანარჩენი უკვე ჩემზე იყო დამოკიდებული. ამ პროფესიას ძალიან დიდი შრომა, მუდმივად ცოდნის განახლება, აზროვნება და სწორი გადაწყვეტილებების უნარი სჭირდება. თუმცა, მთავარი მაინც ამ ყველაფრის სურვილია".
ახლა თეგეტაში ყველანაირ ავტომობილზე მუშაობს, მისთვის შეზღუდვა, თითქმის, არ არსებობს. თუმცა, სულ განვითარებაზე და ახალი ცოდნის მიღებაზე ფიქრობს.
"მინდა, ისეთი დონის პროფესიონალი გავხდე, მუდმივად სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდე. ნაწილობრივ შეიძლება გარისკო კიდეც ჩვენს საქმეში, გარკვეულ წილად, ეს პროფესია რისკსაც მოითხოვს, მაგალითად, პრობლემის გადაჭრის ორი ვარიანტიდან, შენ უნდა აირჩიო უფრო ოპტიმალური და პრაქტიკული".
ბექას ამ პროფესიის გარდა ბევრი ინტერესი და ჰობი აქვს, მაგალითად, მთიდან ველოსიპედით ექსტრემალური დაშვება, ვარჯიში. ყველაფერს ერთნაირი მონდომებით ეკიდება და ცდილობს, რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერი დეტალურად შეისწავლოს და სწორად აითვისოს. მისთვის ეს მთავარია.
წარმატებისთვის რა არის საჭირო-მეთქი რომ ვკითხე, არც დაფიქრებულა, ისე მიპასუხა:
"მიზანდასახულობა. ხელი არასოდეს, არაფერზე უნდა ჩაიქნიო. მცირე შეფერხებები, პატარ-პატარა 'მარცხები' ყველა პროფესიას ახლავს, მაგრამ დაუშვებელია, ამის გამო უკან დახევა. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, მგონია, რომ ყველა პროფესიაში, განსაკუთრებით კი ჩვენს საქმეში, აუცილებელია სწორად აზროვნება, ინფორმაციის სწორად მიღება შეგვეძლოს. შემდეგ კი ეს ყველაფერი დავამუშაოთ და პრაქტიკაში გამოვიყენოთ. ჩემთვის ეს არის პროფესიონალიზმი".
თეგეტა აკადემია თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელმაც 2019 წელს პროფესიული კოლეჯის სტატუსით, საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება მოიპოვა. მისი მიზანი პროფესიული განათლების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი, საავტომობილო ინდუსტრიისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
კომენტარები