ალეკო ელისაშვილი

29 Nov. 2021, 20:00

დღეს მე მიმაჩნია, რომ მან უზარმაზარი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, რომ ადამიანური სინანული გამოევლინა და გულწრფელი ბოდიში მოეხადა იმის გამო, იმ დანაშაულების გამო, რაც აქვს ჩადენილი. აი, დავიწყოთ — დღეს ყველაზე შემზარავი მოსასმენი ჩემთვის იყო, რომ გირგვლიანის საქმეო, ასეთი არ არსებობსო, ამასო, მერეო ჟურნალისტებმა პიარულად დაარქვესო. ახალგაზრდა ბიჭი წაიყვანეს, აწამეს, მოკლეს. უსამართლობისთვის ბრძოლას ისე შეეწირა ცხონებული ირინა ენუქიძე, რომ საერთოდ სამართალი ვერ იპოვა. გააწამეს და გააძაღლეს, მის სულთან ბოდიში. სხვა არც კი შეეფერება და მერე სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ გაოგნებული ვართო, როგორ ორგანიზებულად აყალბებდნენ ამ მკვლელობის მტკიცებულებებსო. ეს ხომ ყველაფერი სტრასბურგის სასამართლომ თქვა და პრეზიდენტი საქმის კურსში არ იყო, ხელს როგორ აფარებდნენ, მტკიცებულებებს როგორ აყალბებდნენ? სტრასბურგის სასამართლომ ამას გირგვლიანის საქმე არ დაარქვა? აღშფოთება არ გამოთქვა? ამ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ და არ გვახსოვს?

მერე მეორე, როგორ გააბაიბურა 7 ნოემბერი. ძალიან მძიმე ცოდვად კიდია ამ ხელისუფლების კისერზე, როგორც 20 ივნისის, ასევე 5-6 ივლისის დარბევა. მაგრამ დღეს სააკაშვილმა თქვა, ტოლობის ნიშანი დასვა, რომ რაც ჩვენ გავაკეთეთ, 7 ნოემბერსო, ამათმა 20 ივნისს გააკეთესო. ბოდიში, მაგრამ ტელეკომპანია იმედში, რომ შევარდნენ, რომ დალეწეს იქაურობა, მაუწყებლობა, რომ გათიშეს, თავ-პირი რომ დაამტვრიეს ჟურნალისტებს, ეს მე მახსოვს მარტო თუ ცუდი სიზმარია ჩემი? ეს გადაცდომაა? მეო ამას ტელევიზორიდან ვადევნებდი თვალსო, ხელი შეაწმინდა იმას კიდე, ვანო მერაბიშვილს. ეს იმ ოპერიდან არის, მეგის ქარდავას რომ არ იცნობს, ახალაიებს სულ ორჯერ ვარ შეხვედრილიო, ახლა ვანო მერაბიშვილზე შეიწმინდა ხელი, ის წარმართავდა ყველაფერს, მე რა ვიციო. ევროვიზიაზე რომელ მომღერალს, რა ვარცხნილობა უნდა ჰქონოდა, იმის საქმის კურსში იყო, თვითონ ყვებოდა ამ რაღაცებს და ის არ იცოდა მთელი დღე, რომ ხალხს თავ-პირს ამტვრევდნენ და ბოლოს ტელევიზიაში რომ შევარდნენ? უფრო მეტიც, იმ ღამეს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები გამოიყვანეს, რაც არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  5. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა

რა ხდება: კაცი, რომელიც აქციაზე დასასწრებად თბილისში საჩხერიდან ჩამოვიდა, გაუჩინარდა. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე…