ხვალიდან მწვანე პასპორტები ამოქმედდება — რა უნდა ვიცოდეთ
ხვალიდან, პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება, რომლის გარეშეც ბევრ დაწესებულებაში ვეღარ შეხვალთ. იმისთვის, რომ ხვალინდელ დღეს მზად შეხვდეთ, გთავაზობთ პასუხებს ხშირად დასმულ რამდენიმე კითხვაზე.
ვის ეკუთვნის მწვანე პასპორტი
მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ ყველა მოქალაქისა და ტურისტისთვის. მწვანე პასპორტს მიიღებთ:
- თუ სრულად ხართ ვაქცინირებული;
- თუ ჩატარებული გაქვთ 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ანუ კონკრეტულ დაწესებულებში მისვლამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრე გაქვთ გაკეთებული;
- თუ ჩატარებული გაქვთ 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ანუ კონკრეტულ დაწესებულებში მისვლამდე მაქსიმუმ 24 საათით ადრე გაქვთ გაკეთებული;
- თუ გადატანილი გაქვთ კორონავირუსი.
ეს უკანასკნელი დიდი მსჯელობისა და კრიტიკის საგანი გახდა, რადგან ჯანდაცვის მინისტრის მიაჩნია, რომ კოვიდგადატანილებისთვის "უვადო მწვანე სტატუსი" ცუდი იდეა არ არის. ამას არ ეთანხმება საკოორდინაციო საბჭოს წევრი და NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე, ასევე, სამედიცინო სფეროს სხვა წარმომაგენლები.
- ჩემი აზრით, შესაცვლელია — იმნაძე უვადო მწვანე სტატუსზე
- მწვანე პასპორტის აუცილებელი პირობა უნდა იყოს არა ზოგადად, არამედ ბოლო 6 თვეში კოვიდგადატანილის სტატუსი — ცერცვაძე
- წარმოუდგენელია, უვადო მწვანე სტატუსზე ლაპარაკი, კორონავირუსი არ არის წითელა — ჩხაიძე
როგორ ავიღოთ მწვანე პასპორტი
მწვანე პასპორტის აღება შეგიძლიათ როგორც იუსტიციის სახლებში, ასევე ონლაინ. კერძოდ, Georgia E-Health-ის აპლიკაციით. აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Apple App Store-ში აიფონის მომხმარებლებისთვის და Play Store-ში — ანდროიდის მომხმარებლებისთვის. თუ Play Store-ში წერს, რომ აპლიკაცია თქვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი არაა, ანგარიშის პარამეტრებში დააკვირდით ქვეყანას და დააყენეთ ის საქართველოზე.
შემდეგ დაიწყეთ რეგისტრაცია — შეიყვანეთ თქვენი მონაცემები და მობილურის ნომრით გაიარეთ ვერიფიკაცია. თუ რეგისტრაციისას აპლიკაცია გაიჭედება და ვერ შეძლებთ გაგრძელებას, დაელოდეთ ცოტა ხნით და ისე განაგრძეთ მონაცემების შევსება ან ხელახლა სცადეთ. ხარვეზის ვერაღმოფხვრის შემთხვევაში, დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს — 15 05 ან NCDC-ის — 116 001.
გარდა ამისა, მომხმარებელთა ნაწილი ამბობს, რომ რეგისტრაციის გავლის შემდეგ მწვანე სტატუსი არ უჩანს იმის მიუხედავად, რომ კოვიდი გადაიტანა ან აცრილია. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელადაც ზემოთხსენებულ უწყებებს უნდა მიმართოთ.
რეგისტრაციის შემდეგ, მთავარ გვერდზე ამოგიგდებთ ვაქცინაციის ან ტესტის QR კოდს, ასევე, დაგიწერთ გაქვთ თუ არა გადატანილი კორონავირუსი და ბოლოს როდის გაიკეთეთ ტესტი.
თუ მწვანე სტატუსს ვაქცინაციის შედეგად მიიღებთ, შეგიძლიათ აიღოთ ის კოვიდპასპორტიც, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს. ამის შესახებ დეტალური ინსტრუქცია ნახეთ აქ.
დაწესებულებები, სადაც მწვანე პასპორტის გარეშე ვერ შეხვალთ
მწვანე პასპორტის იდეა სწორედ ის არის, რომ მის არმქონე პირებს შეზღუდვები დაუწესდეს და ვირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს. კერძოდ, თუ მწვანე პასპორტი არ გექნებათ, მომხმარებლის სტატუსით ვეღარ შეხვალთ შემდეგ დაწესებულებებში:
- კვების ობიექტები;
- რესტორნები;
- კაფეების და ბარების ღია და დახურული სივრცეები;
- კინოთეატრები;
- თეატრები;
- ოპერა;
- მუზეუმები;
- საკონცერტო დარბაზები;
- გასართობი ცენტრები;
- სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები;
- სპა-ცენტრები;
- ფიტნეს-დარბაზები;
- სასტუმროები;
- სამთო კურორტები — საბაგირო გზებზე.
მწვანე პასპირტის შეზღუდვა არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მაღაზიებზე, აფთიაქებსა და სხვა პირველადი საჭიროების დაწესებულებებზე. გარდა ამისა, მწვანე პასპორტი აუცილებელია დაწესებულების მომხმარებლისთვის და არა დასაქმებულისთვის.
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები