ლაფანყურში მოსახლეობა ჰესის მშენებლობისთვის მასალების შეტანას აპროტესტებს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, მოსახლეობა ჰესის მშენებლობისთვის მასალების შეტანას აპროტესტებს. ადგილობრივები რადიო თავისუფლებასთან ამბობენ, რომ სოფელში დაგეგმილი მცირე ჰიდროელექტროსადგურის, ლოპოტა 1-ის მშენებლობისთვის კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს ადგილზე საჭირო ტექნიკა და მასალები მიიტანეს. მოსახლეობას ადგილზე ჰესის მშენებლობა დაუშვებლად მიაჩნია.
"ყველას ერთი პოზიცია გვაქვს — ჰესი არ აშენდება. ეს სამშენებლო მასალები, როგორც მოიტანეს ისევ უკან წაიღებენ, სხვანაირად არ იქნება. არ მოხდება დაპირისპირება და კონფლიქტი. ადგილზე ველოდებით კახეთის სახელმწიფო რწმუნებულსა და მისგანაც მოვითხოვთ, რომ აქ მოტანილი მასალები დღესვე უნდა გაიტანონ უკან, სხვა შემთხვევაში აქ გაიშლება კარვები და მოსახლეობა მორიგებით ვიქნებით ადგილზე, რომ მშენებლობა არ დაიწყოს", — აცხადებს ადგილობრივი უჩა ქორეულაშვილი რადიო თავისუფლებასთან.
ლაფანყურში მცირე ჰიდროელექტროსადგურის აშენებას კომპანია ართანა ლოპოტა გეგმავს. კომპანიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ ლოპოტა 1 ჰესი არის მოდინებითი ტიპის (რეზერვუარის გარეშე) მცირე (5.9 მეგავატი სიმძლავრის) ელექტროსადგური, რომლის დაპროექტება/მომზადებაზე 5 წელია მუშაობენ.
ართანა ლოპოტას დირექტორის, ბიძინა იმნაძის განცხადებით, ყველა ნებართვა 2018 წელს მიიღეს, მშენებლობის დასაწყებად კი ტერიტორიაზე 2019 წელს შევიდნენ. იმნაძის თქმით, ახალგაზრდებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც ამ პროექტის საბოტაჟზე მუშაობს, მაშინვე შეიქმნა. მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილების გამო, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, მაშინ სამშენებლო სამუშაოები დროებით შეაჩერეს.
"ორი წლის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები საკონტაქტო ჯგუფთანაც. ზოგადად სოფელშიც, ყველანაირად ვცდილობდით აგვეხსნა, რა არის რეალურად პროექტი. ეს არის მცირე ზომის პროექტი, რომელიც არანაირ გავლენას არ ახდენს სოფელზე და მცირე გავლენას ახდენს ხეობაში ბუნებაზე. ჩვენ ვართ ქართულ-იტალიური კომპანია და ჩვენ იტალიელ პარტნიორს აქვს დაპროექტებული, აშენებული და ახლა მის ფლობა-ოპერირებაშია 40-მდე ჰესი იტალიაში, ალბანეთსა და ჩილეში. ჰესები ოპერირებს წლების განმავლობაში, ყოველგვარი შეფერხებების და პრობლემების გარეშე", — ამბობს ბიძინა იმნაძე On.ge-სთან.
კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, პროცესში ჩართული იყო არაერთი სპეციალისტი ქართული და არაქართული კომპანია. მისივე თქმით, ჩატარდა პროექტისთვის საჭრო ყველა კვლევა.
"ნებართვები, დასკვნები და ა.შ. ვერ გაიცემა შესაბამისი კვლევების ჩატარების გარეშე (გეოდეზია, გეოლოგია, ჰიდროლოგია და ა.შ.). ამასთან, ამ კვლევებს კომპანია, უპირველეს ყოვლისა, ატარებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რამდენადაც აბსურდია ინვესტიციის გაკეთება (ჩვენ შემთხვევაში 10 მილიონი აშშ დოლარი) შესაბამისი შეფასების გარეშე: ჩვენ არ ვართ სამშენებლო კოპმანია, ვართ ე.წ. დეველოპერი, რომელმაც ინვესტიცია ჰესის წარმატებულად ოპერირებიდან უნდა დაიბრუნოს. ჩვენზე უფრო ამ ყველა კვლევის ჩატარებაში არავინაა დაინტერესებული", — ირწმუნება ართანა ლოპოტას დირექტორი.
იმნაძის განცხადებით, დღეს სოფელში ბრიგადა სამუშაოდ შევიდა და მცირე რაოდენობის მასალები შეიტანეს. ის, ასევე, აღნიშნავს, რომ მშენებლობას აუცილებლად დაიწყებენ.
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
კომენტარები