რიანას მშობლიურმა ბარბადოსმა ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა
თითქმის 400 წლის შემდეგ ბარბადოსმა ბრიტანეთის მონარქიასთან კავშირი გაწყვიტა და რესპუბლიკა გახდა. ახალი რესპუბლიკის შექმნა დედაქალაქ ბრიჯშთაუნში 30 ნოემბრის დადგომასთან ერთად აღნიშნეს — ზუსტად ღამის 12 საათზე ის დროშა, რომელიც ბრიტანეთის დედოფალს წარმოადგენდა, დაუშვეს და ეროვნული კულტურული ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, კაროლ რობერტს-რეიფერმა ბარბადოსის ახალი კონსტიტუციური სტატუსი გამოაცხადა.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მომღერალი რიანა აღმოჩნდა, რომელსაც მშობლიურმა ბარბადოსმა ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. აღნიშნული წოდება რიანას გარდა კიდევ 10 ბარბადოსელს აქვს მინიჭებული.
"დაე, ბრილიანტივით იბრწყინო და შენს ქვეყანას სიამაყე მოუტანო შენი სიტყვებით, ქმედებებით და ასახელო მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფები", — ქვეყნის პრემიერმინისტრმა მისალოც სიტყვაში არც რიანას ერთ-ერთი ჰიტი, სახელად Diamonds არ დავიწყებია.
აღსანიშნავია, რომ ბარბადოსმა განსაკუთრებული ღვაწლისთვის რიანა 2008 წელს კულტურის სფეროს ელჩადაც დაასახელა.
33 წლის რიანა ბარბადოსში დაიბადა და ბრიჯთაუნში იზრდებოდა. ის ამერიკელმა პროდიუსერმა ევან როჯერსმა აღმოაჩინა და მალე რიანა მსოფლიომ გაიცნო. მომღერალმა ბოლო ალბომი 2016 წელს გამოუშვა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ფანები საყვარელი მომღერლის ახალ ალბომს სულმოუთქმელად ელიან.
მუსიკის გარდა, რიანამ კოსმეტიკის ბრენდი Fenty Beauty და თეთრეულის ხაზი Savage x Fenty-იც შექმნა. აგვისტოში მომღერალი ფორბსის მილიარდერთა სიაში მოხვდა და მსოფლიოში უმდიდრესი მომღერალი ქალის სტატუსიც მიენიჭა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები