პროექტის "აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა ილიაუნიში
3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის "აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ.
ვრცლად პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე.
დრო: 16:00 – 17:30
ფორმატი: ჰიბრიდული (უზრუნველყოფილი იქნება Live ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდებზე). შეხვედრის ბმული:
განრიგი
15:45 - რეგისტრაცია
16:00 – 16:10 - მისალმება
- ნინო დობორჯგინიძე — პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი;
- პეტრა მოჟიჩევა — ჩეხეთის განვითარების სააგენტო, საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელი;
- თამილა ბარკალაია — საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
- იან ბლინკა — ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი.
16:10 – 17:00 - 2015 – 2021 წლების მიღწევები და გამოწვევები
- პროექტის "აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში" ანგარიში — რუსუდან ჩხუბიანიშვილი, პროექტის მენეჯერი;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტსა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს შორის პარტნიორობის მნიშვნელობა — ნინო ცინცაძე, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი;
- "აუტიზმის სპექტრის აშლილობების პრევალენტობა, კლინიკური თავისებურებები და რისკ-ფაქტორები საქართველოში" — კვლევის წინასწარი შედეგები — მაია გაბუნია, ბავშვთა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების აკადემიის თავმჯდომარე;
- ქცევის გამოყენებითი ანალიზი (ABA) — საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის ანგარიში — გვანცა ჩვამანია, ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში — თინათინ ჭინჭარაული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სერტიფიკატების გადაცემა კურსდამთავრებულებისთვის.
17:00 – 17:30 დისკუსია, სამომავლო გეგმები.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა აუტიზმის სპექტრის მქონე პირების სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას, ასევე, სფეროს სპეციალისტების პროფესიულ გაძლიერებას. ჩეხეთის კარიტასმა პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (255 000 ევრო) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტსა და ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა. პროექტი შემუშავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, აღნიშნულ სფეროში მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით.
პროექტის შედეგად განხორციელებული მნიშვნელოვანი მიღწევები:
- საქართველოს მასშტაბით ოჯახის ექიმები და ჯანდაცვის სპეციალისტები მომზადნენ აუტიზმის სპექტრის რისკის ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში;
- საქართველოს ხუთ რეგიონს აუტიზმის სპექტრის გამოვლენისათვის საჭირო, დიაგნოსტიკის "ოქროს სტანდარტად" მიჩნეული, ე.წ. ADOS ინსტრუმენტი გადაეცა და შესაბამისი სპეციალისტები მის გამოყენებაში მომზადნენ;
- ABA სპეციალისტებმა გაიარეს ტრენინგები ბავშვთა შეფასების პროფესიონალური ინსტრუმენტების (ABLLS-R და EFL) გამოყენებაში, რომლებიც აუცილებელია ABA თერაპიის სრულფასოვანი განხორციელებისათვის;
- დაფინანსდა 15 სპეციალისტი, რომელმაც ქცევის თერაპიის სუპერვიზორის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად საჭირო საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი გაიარა;
- ABA-ის პარალელურად აუტიზმის ჩარევის ორი ალტერნატიული მიდგომა – დენვერის ადრეული ჩარევის მოდელი და SCERTS-ის (სოციალური კომუნიკაცია, ემოციური რეგულაცია, ტრანსაქციული მხარდაჭერა) მოდელი დაინერგა, გადამზადნენ სპეციალისტები;
- საქართველოს სამ საპილოტე საბავშვო ბაღს წარედგინა ინკლუზიური განათლების მოდელი, გადამზადნენ სპეციალური მასწავლებლები და საბავშვო ბაღის აღმზრდელები;
- სხვადასხვა მუნიციპალიტეტს წარედგინა აუტიზმის პროგრამის განფასების მოდელი. შესაბამისად, ზოგიერთმა მათგანმა ამ პროგრამისთვის საჭირო ბიუეჯეტი გამოყო, ზოგმა კი გაზარდა, როგორც პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების, ისე თერაპიისთვის საჭირო საათების რაოდენობა;
- 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ "აუტიზმის გამოვლენის, დიაგნოსტიკის და მართვის" ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა;
- 2020 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ "აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები" დაამტკიცა;
- ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციამ შეიმუშავა და პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, ქცევის ანალიტიკოსთა საქმიანობის რეგულირებას გამოიწვევს.
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
კომენტარები