ჯორჯ მარტინი HBO-ს სთხოვდა, რომ GOT-ის კიდევ 2 სეზონი გადაეღოთ
ჯორჯ მარტინი ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას, რომ სამეფო კარის თამაშები რვა სეზონით არ უნდა დასრულებულიყო. 2019 წლის ოქტომბერში მარტინმა განაცხადა, რომ სერიალს 13 სეზონი სჭირდებოდა, რათა მოვლენები მისი წიგნების შესაფერისად განვითარებულიყო. მარტინის აგენტისგან ახლახან გახდა ცნობილი, რომ სერიალის გადაღებების დროს ჯორჯი არაერთხელ გაფრინდა ნიუ-იორკში HBO-ს აღმასრულებელ დირექტორთან, რათა შოუს გაგრძელებაში დაერწმუნებინა.
"ჯორჯი ნიუ-იორკში რამდენჯერმე გაფრინდა და ევედრებოდა რიჩარდ პლეპერს 10 სეზონი გადაეღოთ, რომლებშიც 10 ეპიზოდი იქნებოდა, რადგან ამისთვის საკმარისი მასალაც არსებობდა და ეს ფანებისთვის უფრო სასიამოვნო და დამაკმაყოფილებელიც იქნებოდა. თუმცა დევიდ ბენიოფი და დი ბი ვაისი გადაღლილები იყვნენ, თან სამართლიანადაც და სერიალის დასრულება სურდათ, ამიტომაც შეამოკლეს. ამის შემდეგ კი მოლაპარაკება იმის შესახებ მიდიოდა, რამდენი სეზონის გადაღება იქნებოდა შესაძლებელი ბენიოფის და ვაისის სერიალის ვერსიიდან, რადგან HBO-ს, რა თქმა უნდა, მეტი სურდა", — ამბობს მარტინის აგენტი.
სანამ 2019 წლის მაისში სამეფო კარის თამაშების ფინალური სერია გამოვიდოდა, მარტინმა პოსტი დაწერა და აღნიშნა, რომ შოუს მერვე წელს დასრულება მისთვის სევდიანი ამბავი იყო. "მსურს, რომ სერიალს კიდევ რამდენიმე სეზონი ჰქონდეს, მაგრამ გასაგებია, რომ რეჟისორებს სხვა საქმის კეთება სურთ და მსახიობებსაც, რომლებიც რვა წელია ამ სერიალში თამაშობენ, უნდათ სხვა როლებიც მიიღონ. ეს ყველაფერი სამართლიანია და გაბრაზებული არ ვარ, თუმცა ცოტათი მაინც ნაწყენი ვარ", — წერდა მარტინი.
მარტინი იმის გამოც ღელავდა, რომ შოუს მსახიობებთან ერთად თავს დიდი ოჯახის ნაწილად გრძნობდა. "როცა შოუ მთავრდება და თან ამდენი წლის შემდეგ, კიდევ უფრო რთულია, რადგან დიდი ხანი ნამდვილ ოჯახთან ერთად იყავი. თქვენ არა მხოლოდ მუშაობთ ამ ადამიანებთან, არამედ ცხოვრობთ კიდეც, რადგან კვირაში ხუთი ან შვიდი დღეც კი მათთან ერთად ხარ და ისინი შენს ცხოვრებაში ინტენსიურად ერთვებიან", — დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ HBO სამეფო კარის თამაშების პრიქველზე, სახელად House of the Dragon, მუშაობს, რომლის პრემიერაც ახალ წელს იგეგმება, თუმცა გამოსვლის კონკრეტული თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
კომენტარები