მენჯ-ბარძაყის ართროპლასტიკა — თოდუას კლინიკის ინოვაციური ტექნოლოგიები ტრავმატოლოგიის დარგში
მენჯ-ბარძაყის სახსრის მძიმე დაზიანების დროს, ხშირად, ყველაზე ეფექტური გამოსავალი ართროპლასტიკა, ანუ დაზიანებული სახსრის პროთეზით ჩანაცვლებაა. საბედნიეროდ, უახლესი მეთოდებისა და მაღალი ხარისხის პროთეზების მეშვეობით, ის დღესდღეობით ნაკლებად ტრავმატული ოპერაციაა, რეაბილიტაციის პროცესი კი გაცილებით უმტკივნეულო და ხანმოკლე.
საქართველოში მენჯ-ბარძაყის ართროპლასტიკის დიდი გამოცდილება აქვს თოდუას კლინიკას. გარდა ამისა, ის მჭიდროდ თანამშრომლობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან და ამ მიმართულებით პაციენტებს სიახლეებს ყოველწლიურად სთავაზობს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ართროპლასტიკაზე უფრო მეტის გასაგებად თოდუას კლინიკის ორთოპედია-ტრავმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს, გიორგი კვარაცხელიას დავუკავშირდით.
რა ტიპის დაზიანების დროს და რა ეტაპზე ხდება საჭირო მენჯ-ბარძაყის ართროპლასტიკა?
ართროპლასტიკას სახსრის დაზიანების (ართროზული დაზიანება) დროს მივმართავთ ხოლმე. ეს არის დაავადება, რომელიც სახსარში პათოლოგიურ პროცესებს იწვევს და სასახსრე ზედაპირებს აზიანებს. მენჯ-ბარძაყის სახსრის პათოლოგია შეიძლება თანდაყოლილი იყოს, ტრავმის შედეგად შეძენილი ან დროთა განმავლობაში ხრტილის ცვეთით ან სახსარში არსებული სხვა კომპონენტების დაზიანებით გამოწვეული. ამ შემთხვევაში მისი ნიშნები 50 წლის ასაკიდან იჩენს ხოლმე თავს.
სახსრის დაზიანება საწყის ეტაპზე ტკივილით გამოიხატება, დროდადრო შეიძლება მას მოძრაობის შეზღუდვაც მოჰყვეს. საბოლოოდ კი, სახსარი მისი ჩვეული მდგომარეობიდან ვარდება და პაციენტი საერთოდ ვეღარ იყენებს მას. მისი სიცოცხლის ხარისხი ეცემა.
დაზიანების საწყის ეტაპზე პრობლემის მოგვარებას მედიკამენტოზური მკურნალობით ან ართროსკოპიით — ხრტილის მცირეინვაზიური კორექციით ვცდილობთ. ართროპლასტიკის ანუ სახსრის ნაწილობრივი ან სრულ ჩანაცვლების საჭიროება კი დგება მაშინ, როდესაც დაზიანება უკვე შორსწასულია.
ხშირად, სწორედ ასეთ დროს მოგვმართავენ ხოლმე პაციენტები და ქირურგიული ჩარევის გარდა ალტერნატივა აღარ გვაქვს. ასევე, ჩივილების უგულებელყოფით შეიძლება სხვა სახსრებიც დავაზიანოთ და საბოლოოდ სხვა სპეციალისტების დახმარებაც გახდეს საჭირო. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებმა ექიმს დროულად მიმართონ.
რამდენად რთული პროცედურაა ართროპლასტიკა? რამდენად გაამარტივა ის თანამედროვე ტექნოლოგიებმა?
ართროპლასტიკა ქირურგიული ჩარევაა და, შესაბამისად, მარტივი ოპერაცია არ არის. თუმცა, თუ ზუსტად შევაფასებთ დაზიანების ხარისხს, სწორად შევარჩევთ პროთეზის მოდიფიკაციასა და კომპონენტებს, მით უფრო ნაკლებად დავაზიანებთ ქსოვილებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ დიაგნოსტირების პროცესს და ვცდილობთ მაქსიმალურად დიდი ინფორმაცია შევაგროვოთ. ეს გვეხმარება ინდივიდუალურად მივუდგეთ პაციენტს და მკურნალობის სწორი ტაქტიკა შევიმუშავოთ.
გარდა ამისა, მენჯ-ბარძაყის პროთეზირება მნიშვნელოვნად გაამარტივა უახლესმა ტექნოლოგიურმა წინსვლებმა, რასაც თოდუას კლინიკაში აქტიურად ვნერგავთ. ასევე, ვთანამშრომლობთ ფრანგ კოლეგებთან, რომელთა რეკომენდაციებითაც მუდმივად ვხვეწთ ოპერაციულ ტექნიკას და ორთოპედიის ფრანგულ ხაზს ვანვითარებთ.
როგორც ვიცით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმპლანტების ხარისხსაც. რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი?
იმპლანტზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. რაც უფრო ხარისხიანია ის, მით უფრო სრულყოფილია სახსრის მუშაობის მექანიზმი. ხარისხი განსაზღვრავს მის ხანგრძლივად მუშაობის რესურსსაც. ამიტომ, ჩვენ უმაღლესი ხარისხის — ევროპული და ამერიკული სტანდარტების მქონე იმპლანტებს ვიყენებთ.
დაახლოებით ერთ თვეში ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომი იქნება ფრანგული წარმოების იმპლანტი, რომელიც E ვიტამინითაა გაჯერებული. ის უზრუნველყოფს პროთეზის მდგრადობას და ამცირებს ცვეთის ხარისხს. ამასთან ერთად, ის სახსარშივე უზრუნველყოფს მიმდინარე პროცესების დაბალანსებასა და მიკროანთებების პრევენციას.
როგორია ართროპლასტიკის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი?
პაციენტებს, ძირითადად, მეორე დღესვე ვააქტიურებთ მე-4, მე-5 დღეს ვწერთ კლინიკიდან და რეაბილიტაცია სახლის პირობებში მიმდინარეობს. ჩვენი მეთოდისტთა ჯგუფი მათ ინდივიდუალურ გეგმას უდგენს, რა დროსაც მათი ასაკის, სქესის, სხეულის მასის, ცხოვრების სტილის და სხვა ფაქტორების გათვალისწინება ხდება. პაციენტები სწავლობენ რამდენად უნდა დატვირთონ სახსარი, როგორ გადაადგილდნენ სწორად, მათზე მორგებული გეგმით კი ეს პროცესი გაცილებით მარტივი და ხანმოკლეა.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები