სააკაშვილთან სიტყვა კორუფციის ხსენებას მე ვერ მივიღებ — მიხეილ სააკაშვილი
საკუთარ სასამართლო სხდომაზე, ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არ ითხოვს მადლობას იმის გამო, რაც ქვეყანას გაუკეთა, მაგრამ შეურაცხყოფას და უსამართლობას ვერ მიიღებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ვერც იმას მიიღებს მისი სახელის გვერდით სიტყვა კორუფცია ახსენონ, რადგან მისი მმართველობისას ქვეყანამ კორუფცია დაამარცხა.
"არ ვითხოვ მადლობას, სიბნელიდან დენი რომ მოვიყვანეთ და ნავთქურები და გენერატორები დაგვავიწყდა; არ ვითხოვ მადლობას იმისათვის, რომ მათ შორის, ალბათ, ზოგიერთმა მათგანმა [პროკურორმა] ჩვენი სისტემით ჩააბარა და იურიდიულზე 15 ათასს აღარ თხოვდნენ. ზოგიერთი მათგანი, ალბათ, ჩემი სტიპენდიით იყო წასული, როგორც ჩემი მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე, ე.წ. იუსიტიციის მინისტრი.
ხომ არ ვითხოვ იმას, მადლობა თქვან, რომ პენსიები ათჯერ გაიზარდა, ხელფასები ათჯერ გაიზარდა, სამუშაო ადგილები ორჯერ გაიზარდა, ხომ არ გთხოვთ მადლობას თუნდაც იმ 200 ახალი კლინიკისთვის, სადაც სამწუხაროდ ექიმებს ძალიან მძმე პირობები აქვთ სამუშაოდ, დავრწმუნდი ამ დღეებში; მაგრამ უსამართლობას მე ვერ მივიღებ, შეურაცხყოფას მე ვერ მივიღებ, სააკაშვილთან სიტყვა კორუფციის ხსენებას მე ვერ მივიღებ. იმიტომ, რომ მსოფლიო ბანკმა ერთადერთი შემთვევა იყო, როდესაც გამოაქვეყნა წიგნი კორუფციის დაძლევაზე რომელიმე ქვეყანაში და მხოლოდ ერთმა ქვეყანამ მოახერხა, ეს იყო საქართველო", — განაცხადა მან სასამართლო სხდომაზე.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავს. სააკაშვილს ბრალი ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების, კერძოდ 9 მილიონ 24 ათას 667 ლარის გაფლანგვაში, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 7-დან 11 წლამდე.
ადვოკატებმა საქმის პროკურორის აცილება მოითხოვეს, რაც მან არ დააკმაყოფილა.
პარალელურად, საქალაქო სასამრთლოსთან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერების აქცია იმართება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
-
გადახედვამსახიობები საპროტესტო მარშით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ მსახიობები საპროტესტო მარშით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ
-
გადახედვაბათუმის სასამართლომ შუშანა მაცაბერიძესა და გიორგი კაკალაძეს 12 და 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ბათუმის სასამართლომ შუშანა მაცაბერიძესა და გიორგი კაკალაძეს 12 და 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
-
გადახედვაესტონეთის საგარეო უწყება: ესტონეთი ყველა ჟურნალისტის გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, ვინც ბათუმსა და თბილისში უსამართლოდ დააკავეს ესტონეთის საგარეო უწყება: ესტონეთი ყველა ჟურნალისტის გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, ვინც ბათუმსა და თბილისში უსამართლოდ დააკავეს
-
გადახედვარა ბედი ეწევა TikTok-ს აშშ-ში 19 იანვრისთვის? რა ბედი ეწევა TikTok-ს აშშ-ში 19 იანვრისთვის?
-
გადახედვა"სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს" — საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა ყველა შემდეგი ახალი ამბავი ამ ფრაზით დაიწყო "სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს" — საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა ყველა შემდეგი ახალი ამბავი ამ ფრაზით დაიწყო
-
გადახედვამეცნიერებმა ცუდი მოგონებების წაშლის მეთოდს მიაგნეს მეცნიერებმა ცუდი მოგონებების წაშლის მეთოდს მიაგნეს
-
გადახედვარა უნდა ქნა, თუ პირადი კადრები გაგივრცელეს — პლატფორმა StopNCII.org რა უნდა ქნა, თუ პირადი კადრები გაგივრცელეს — პლატფორმა StopNCII.org
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება ქვიშის გაყინული დიუნები მარსზე ნახეთ: როგორ გამოიყურება ქვიშის გაყინული დიუნები მარსზე
-
გადახედვასაფრანგეთის ელჩი საქართველოში: მედიის მუშაკები დაცულები უნდა იყვნენ საფრანგეთის ელჩი საქართველოში: მედიის მუშაკები დაცულები უნდა იყვნენ
-
გადახედვააზერბაიჯანში რელიგიური თემის წევრის მკვლელობის მცდელობისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დააკავეს აზერბაიჯანში რელიგიური თემის წევრის მკვლელობის მცდელობისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დააკავეს
-
გადახედვავინ არის მოსამართლე, რომელმაც "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორს პატიმრობა შეუფარდა ვინ არის მოსამართლე, რომელმაც "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორს პატიმრობა შეუფარდა
-
გადახედვააფანტაზია — რა ხდება იმ ადამიანების ტვინში, რომლებიც საგნებს "გონების თვალით" ვერ ხედავენ აფანტაზია — რა ხდება იმ ადამიანების ტვინში, რომლებიც საგნებს "გონების თვალით" ვერ ხედავენ
-
გადახედვამარტა კოსი: დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესებას ევროკავშირი იანვრის ბოლოს გადაწყვეტს მარტა კოსი: დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესებას ევროკავშირი იანვრის ბოლოს გადაწყვეტს
-
გადახედვანათია მეზვრიშვილი: მოქალაქისთვის სახეში ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში ნათია მეზვრიშვილი: მოქალაქისთვის სახეში ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში
-
-
გადახედვაპროევროპულ აქციებზე დაკავებულების მშობლები საზოგადოებას მოუწოდებენ, შეუერთდნენ ხვალ დაგეგმილ გაფიცვას პროევროპულ აქციებზე დაკავებულების მშობლები საზოგადოებას მოუწოდებენ, შეუერთდნენ ხვალ დაგეგმილ გაფიცვას
-
გადახედვა"ახია, ჩემზე" — ლაშა პაპაშვილი "დურუჯის" ლაურეატების ნაწილის მიერ ჯილდოების უკან დაბრუნებას ეხმაურება "ახია, ჩემზე" — ლაშა პაპაშვილი "დურუჯის" ლაურეატების ნაწილის მიერ ჯილდოების უკან დაბრუნებას ეხმაურება
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა პერუელი მუმიების გასაოცარი ტატუების დეტალები გამოავლინეს ნახეთ: მეცნიერებმა პერუელი მუმიების გასაოცარი ტატუების დეტალები გამოავლინეს
-
გადახედვამზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პატიმრობა შეუფარდა მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პატიმრობა შეუფარდა
-
გადახედვასაქართველოს ბანკი: საქართველოს ბანკი ყოველთვის იცავდა და დაიცავს საკუთარი თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლებას საქართველოს ბანკი: საქართველოს ბანკი ყოველთვის იცავდა და დაიცავს საკუთარი თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლებას
-
გადახედვასომხეთი და აშშ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს გააფორმებენ სომხეთი და აშშ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს გააფორმებენ
კომენტარები