მიხეილ სააკაშვილი

2 Dec. 2021, 14:44

ბევრი მოთხოვნა იყო, რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა წინა ჩემს გამოსვლაში და მეტი სინანული. უბრალოდ, სინანულისკენ კი არ მომიწოდებდნენ, არამედ ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები. გასაგებია, ეს მათთვის ისეთივე სინანულია, როგორც სტალინი აწყობდა ღია პროცესებს. ყველას აღიარებინებდნენ ბრალს და მერე ყველას ხვრეტდა, თავისივე საჯაროდ აღიარებული ბრალის საფუძველზე. იმ ხალხის მიმართ მე არანაირი სასინანული არ მაქვს. რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, დანარჩენ საზოგადოებასთან მე ბევრი მაქვს სალაპარაკო, მთლიანად საზოგადოებაზე.

თქვენ იცით, რომ ჩემი საპრეზიდენტო ფიცი მე დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე და დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი, ეს არის დიდად პიროვნული პასუხისმგებლობის, მმართველის პასუხისმგებლობის, მორალური პასუხისმგებლობის, ერთმანეთთან შეწონვა, აწონვა და საზოგადოების წინაშე პასუხისგემა და რეფლექსია, ფიქრი იმაზე, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად. გარწმუნებთ, ეს რეფლექსია მე მაქვს მთელი ეს წლები და ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი, მაგრამ დავით აღმაშენებელს გალობანი სინანულისანი არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების ტყვეობაში, ის არ მოხვედრილა თურქ-სელჩუკების ტყვეობაში და თურქ-სელჩუკების სასამართლოს წინაშე. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, მეგობრებო, პირადი პატიმარი ვარ რუსეთის სისტემის. როდესაც ითხოვთ ბევრ ბოდიშს და სინანულს, გთხოვთ, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ. 

ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე გადაცხადა, სადაც ე.წ. პიჯაკების, ანუ ფულის გაფლანგვის საქმე განიხილება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ლაშა პაპაშვილის ფერმა "ყვარლის ბაგა", რომლის რძესაც "სოფლის ნობათი", "სანტე" და "აგროჰაბი" ყიდულობს — ძროხას ქათმის ნაკელს აჭმევდა9059 ნახვა
  2. რუსეთის რამდენიმე ოლქში ორსულ სკოლის მოსწავლეებს ერთჯერად ფულად დახმარებას, 100 000 რუბლს გადასცემენ8928 ნახვა
  3. TI: ცნობილია "ქართული ოცნების" 98 წარმომადგენლის ვინაობა, რომლებიც დასავლურმა სამყარომ დაასანქცირა3239 ნახვა
  4. კიმბერლი ლოუ წერს, რომ მსოფლიო მშვიდობის სამიტზე, რომელიც საქართველოში შემოდგომაზე ჩატარდება, ტრამპი, პუტინი და სი ძინპინია მოწვეული2225 ნახვა
  5. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა2105 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~