The Beatles ბეჭდების მბრძანებლის გადაღებას აპირებდა, მაგრამ ტოლკინმა შეაჩერა — პიტერ ჯექსონი
შესაძლოა, ბეჭდების მბრძანებელი ტელეეკრანებზე ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში გვეხილა — მანამ, სანამ პიტერ ჯექსონი ტოლკინის შედევრის მიხედვით გადაღებულ ლეგენდარულ ტრილოგიას შემოგვთავაზებდა. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, ტოლკინს ცნობილი ჯგუფის, The Beatles-ისთვის ფილმის გადაღების უფლება რომ მიეცა.
ამის შესახებ ბეჭდების მბრძანებლის რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა ისაუბრა, რომელმაც ჯგუფის შესახებ დოკუმენტური სერიალი Get Back-იც გადაიღო. პიტერ ჯექსონმა თქვა, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას პოლ მაკარტნისა და რინგო სტარისგან ცდილობდა.
მისი თქმით, 1968 წელს ჯგუფის წევრებმა ბეჭდების მბრძანებელზე მუშაობის სურვილი გამოთქვეს. ჯექსონის მიხედვით, იდეა თავდაპირველად Apple-ის პროდიუსერ დენის ოდელს გაუჩნდა. მან ჯგუფის წევრებს წიგნები გაუგზავნა მაშინ, როდესაც ისინი ინდოეთს სტუმრობდნენ. როცა იდეის განხორციელებაზე მიდგა საქმე, ჯგუფმა ტოლკინისგან საავტორო უფლებები ვერ მოიპოვა.
"ტოლკინისგან ფილმის გადაღების უფლება ვერ მიიღეს, რადგან მას არ სურდა, პოპ-ჯგუფს მისი ისტორიის მიხედვით ფილმი შეექმნა...ორი აზრი არ არსებობს: 1968 წლის დასაწყისში, გარკვეული დროის განმავლობაში ამას მართლაც გეგმავდნენ", — ამბობს ჯექსონი.
დაუდასტურებელი ინფორმაციის მიხედვით, ფილმის გადაღების შემთხვევაში პოლი ფროდოს ითამაშებდა, ჯონ ლენონი — გოლუმს, ჯორჯ ჰარისონი — გენდალფს, რინგო კი — სემს. როგორც ცნობილია, ჯგუფს უნდოდა, ფილმზე სტენლი კუბრიკს ემუშავა. ჯექსონის თქმით, ეს უკანასკნელი დეტალი პოლ მაკარტნის ვერ დაადასტურებინა.
შეუმდგარი პროექტიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ ბეჭდების მბრძანებელი პიტერ ჯექსონმა გააცოცხლა და ის დღემდე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ტრილოგიად რჩება.
"პოლმა თქვა: 'მიხარია, რომ ფილმი ვერ გადავიღეთ, რადგან შემდეგ შენ გადაიღე და შენი ფილმი ძალიან მომწონს'. მე ვუპასუხე: 'ცუდია, რომ თქვენ არ გადაიღეთ, რადგან მიუზიკლი გამოვიდოდა", — ამბობს პიტერ ჯექსონი.
-
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები