სოციალურ ცვლილებებზე მიმართული საკომუნიკაციო კამპანიის "დაინახე ყველა ფერი" ახალი ეტაპი იწყება
გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს სოციალური ცვლილებებისკენ მიმართულ საკომუნიკაციო კამპანიას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მიმართ სტიგმის შემცირების მიზნით, რათა ყველა ბავშვს, განურჩევლად მათი საჭიროებისა, შეუფერხებლად და თანასწორად მიუწვდებოდეს ხელი ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე.
კამპანიის "დაინახე ყველაფერი" მთავარი მიზანი იქნება ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება და საგაკვეთილო პროცესებში სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების ბავშვების ჩართულობის გაზრდა. კამპანია ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამწლიანი პროექტის "არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე" ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ინკლუზიური განათლების გაძლიერებას საქართველოში.
"ყველა ბავშვს აქვს ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების უფლება, რაც ნიშნავს არა მხოლოდ უკეთეს სწავლებას ყველა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და არმქონე, ბავშვებისთვის, არამედ ურთიერთგაგების ხელშეწყობას, სტერეოტიპების შემცირებას და სოციალური ინტეგრაციის გაძლიერებას. ნორვეგიის მთავრობის დახმარებით, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რომ ხელი შევუწყოთ ინკლუზიის კულტურის დამკვიდრებას საგანმანათლებლო სივრცეში, ინფორმაციის გავრცელებას და დამოკიდებულებების შეცვლას", — გააცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.
კამპანიის ფარგლებში გაიმართება საგანმანათლებლო და საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს 6 რეგიონის სკოლების პედაგოგებთან და მშობლებთან. ცნობიერების ამაღლების შეხვედრები ჩატარდება ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი თანატოლების მონაწილეობით, რათა ბავშვებს ჰქონდეთ ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ და თავად მოახდინონ ცვლილებები. კამპანიაში ასევე ჩაერთვებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და კერძო სექტორი წარმომადგენლები.
კამპანია 2022 წლის მაისამდე გაგრძელდება და მასში ჩართული იქნებიან ინკლუზიური განათლების სპეციალისტები, ფსიქოლოგები და ასევე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
აღნიშნული კამპანია არის გაგრძელება სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული ინიციატივისა "დაინახე ყველა ფერი", რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი და მისი პარტნიორი დონორი ორგანიზაციები 2017-2020 წლებში ახორციელებდნენ და რომლის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ არსებული სტიგმის შემცირება. აღნიშნულ წლებში, კამპანია ქვეყნის მასშტაბით მილიონზე მეტ ადამიანს მიწვდა და ხელი შეუწყო შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ სტიგმის შემცირებას 41.5%-დან 28.3%-მდე.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს საქართველოში. ამ ბავშვების მიმართ გავრცელებული ნეგატიური დამოკიდებულებები და წინასწარგანწყობები ხელს უშლის მათ საზოგადოებრივ, საგანამანათლებლო თუ კულტურულ აქტივობებში სრულფასოვან ჩართულობას და მათი უფლებების განხორციელებას.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები