ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოსკოვს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს
შვედეთში მიმდინარე ეუთო-ს 28-ე მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა განცხადებით მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანოს ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას. აღნიშნულზე ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"საქართველოს მეგობართა ჯგუფმა შვედეთში მიმდინარე ეუთო-ს 28-ე მინისტერიალის ფარგლებში 2021 წლის 3 დეკემბერს საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო.
განცხადებაში ხაზგასმულია მეგობართა ჯგუფის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და შეშფოთებაა გამოხატული რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო.
მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას.
განცხადების ავტორები მოუწოდებენ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება", — აცხადებენ ისინი.
მათივე ინფორმაციით, განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნის გამო, ასევე, დაგმობილია რუსეთის მხრიდან საქართველო-რუსეის სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად დადგენა, ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთებზე და საქართველოს სოფელ აიბღას ნაწილის კრასნოდარის მხარის შემადგენლობაში მიერთება.
"მეგობარი ქვეყნები შეშფოთებას გამოხატავენ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის გამო და ასევე საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების გამო, რაც დე-ფაქტო ანექსიად არის შეფასებული.
განცხადებაში საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილებაზე და საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, მისცეს იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება.
ამასთან, განცხადებაში შეშფოთებაა გამოხატული ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური დისკრიმინაციის გამო და ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი წვდომა საქართველოს ამ რეგიონებში.
განცხადების ავტორები გმობენ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების მონტაჟს და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვას. გამოხატავენ შეშფოთებას დაკავებების გამო და მოითხოვენ ირაკლი ბებუასა და სხვა თვითნებურად დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", — აცხადებს უწყება.
სამინისტროს ცნობით, განცხადებაში დაგმობილია საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობები, ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, აღმოფხვრას ნებისმიერი დაბრკოლება დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად.
"ამ კონტექსტში მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის მიერ ოთხოზორია ტატუნაშვილის სიის მიღება.
განცხადებაში მხარდაჭერილია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები (GID), როგორც მნიშვნელოვანი ფორმატი რუსეთ-საქართველოს გადაუჭრელი კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული გამოწვევების მოსაგვარებლად და ხაზგასმულია პროგრესის აუცილებლობა მოლაპარაკებათა ძირითად საკითხებზე. მეგობარი ქვეყნები ასევე მხარს უჭერენ ერგნეთში და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს და მათ როლს, კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.
განცხადებაში დადასტურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიმართ ურყევი მხარდაჭერა და ხაზგასმულია მისიის მანდატის საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს გავრცელების აუცილებლობა", — აცხადებენ ისინი.
უწყების ინფორმაციით, მეგობართა ჯგუფი საქართველოს მთავრობის მიერ დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა დაწყებას მიესალმება, ასევე, გამოხატულია მხარდაჭერა სამშვიდობო ინიციატივას — ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ მიმართ.
"ხელმომწერნი მოუწოდებენ ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ გადაწყვეტილება აღდგეს საქართველოში ეუთო-ს მისია, რაც მნიშვნელოვნად განამტკიცებს ეუთო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ასევე ნდობის განმტკიცების პროცესში.
საქართველოს მეგობართა ჯგუფი პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით და მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები