მელიას თქმით, სუს-დან აცნობეს, რომ "კონკრეტული განცხადებების" გამო გამოკითხვაზე უნდა მივიდეს

ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის შეტყობინებას ასაჯაროებს, სადაც აღნიშნულია, რომ საჯაროდ გაკეთებული კონკრეტული განცხადებების ირგვლივ საჭირო გახდა მისი მოწმის სახით დაკითხვა.
"სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი - მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა საჭირო..", — წერს მელია ფეისბუქგვერდზე.
მისივე თქმით, აღნიშნულ გამომძიებელს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს.
On.ge აღნიშნულზე დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ინფორმაციას განახლებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები