#გვარიდამიბრუნე ინიციატივის მონაწილეთა სახელით სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა
სოციალურ სამართლიანობის ცენტრმა პლატფორმა სალამ-ის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ორგანიზაცია ითხოვს სასამართლომ გააუქმოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება, რომელმაც პლატფორმის წევრებს უარი უთხრა #გვარიდამიბრუნე კამპანიის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტის ინიცირებაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სარჩელი დასაშვებად უკვე ცნო.
რამდენიმე თვის წინ, პლატფორმა სალამ-ის წევრებმა დაიწყო ხელმოწერების შეგროვება სლოგანით #გვარიდამიბრუნე. მათ სურთ სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც შეეძლებათ მათთვის არაავთენტური სუფიქსის ჩამოშორებით ან შეცვლით გვარის შეცვლა. 27 სექტემბერს მათ პარლამენტში წარადგინეს 27 000-მდე ხელმოწერა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ჯერ არასწორად დაითვალა წარდგენილი ხელმოწერები, შემდეგ კი ბათილად მიიჩნია რამდენიმე ათასი ხელმოწერა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საბოლოოდ ნამდვილად ჩათვალა მხოლოდ 22 928 ხელმოწერა.
"აშკარაა, რომ კომიტეტმა ხელმოწერების დათვლისა და ანალიზის შეფასების პროცესში საცხოვრებელი მონაცემების ნამდვილად მიჩნევის სხვადასხვა და საბოლოოდ თვითნებური მიდგომები გამოიყენა და ფორმალური მიდგომებით პეტიციის კონსტიტუციური უფლება შეუზღუდა მოქალაქეებს. სწორედ ამგვარი ტექნიკური დასაბუთებით კომიტეტმა მოამზადა უარყოფითი დასკვნა, 2021 წლის 8 ნოემბერს კი საქართველოს პარლამენტის ბიურომ კანონპროექტის განსახილველად წარდგენაზე უარი განაცხადა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ ბიუროს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კარგი მმართველობის პრინციპებს, ასევე, არღვევს ამომრჩევლის უფლებას, უშუალოდ ჩაერთოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა მმართველი პოლიტიკური გუნდიდან წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც არატრადიციული/არაავთენტური გვარების ცვლილების ახალ წესს და პროცედურებს ადგენს, რაც ჩვენი აზრით, მოქალაქეების მიერ ქვემოდან ორგანიზებული მოთხოვნის და წუხილის პირდაპირი აღიარებაა, მიგვაჩნია, რომ მოქალაქეების თვითორგანიზებას, როგორც პროცესს, თავისთავადი ღირებულება აქვს და არსებითია, სახელმწიფო უწყებებმა მოქალაქეების დემოკრატიული მობილიზების პროცესს პატივი სცეს და ამ პროცესში განსაკუთრებული გულისხმიერება აჩვენოს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ პლატფორმა სალამ-ის ინიციატივა არადომინანტური ეთნიკური თემის თვითორგანიზებისა და პოლიტიკაში ჩართულობის უნიკალური გამოცდილებაა, ეს კი "სათანადოდ დანახული არ იყო პარლამენტის მხრიდან".
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები