არასწორად წარმოაჩინა ჩემი მნიშვნელოვანი მიღწევები, ამან უდიდესი ტკივილი მომაყენა — გაფრინდაშვილი Netflix-ზე
ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, Netflix-ის სერიალ ლაზიერის გამბიტში მის მცდარად წარმოჩენამ პროფესიული მიღწევები გააუფერულა, რამაც უდიდესი ტკივილი მიაყენა. ამის შესახებ საუბარია გაფრინდაშვილის მიმართვაში, რომელიც მან კალიფორნიის სასამართლოს წარუდგინა.
გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:
ჩემი ცხოვრების თითქმის 70 წელი ჭადრაკს მივუძღვენი. მე უდიდესი მონდომება და ერთგულება უნდა გამომეჩინა, რომ წარმატებული ვყოფილიყავი სპორტში, რომელიც იმ დროისთვის "კაცების სამყაროს" ნაწილად მიიჩნეოდა. ჩემი პროფესიული კარიერის განმავლობაში, მაქსიმალურად ვეცადე, საუკეთესო ვყოფილიყავი და შევძელი ყველა შესაძლო თუ შეუძლებელი ტიტული მომეგო. მაგრამ ყველაზე ღირებული მიღწევა იყო ის, რომ დავიმსახურე ქართველებისა და მსოფლიოს გარშემო ჭადრაკის მოყვარულების სიყვარული და აღფრთოვანება, ასევე, აღიარება და პატივისცემა კაცი მოჭადრაკეების მხრიდან.
რაც შეეხება ჭადრაკს, ეს ჩემი სიყვარული და მოწოდებაა — ჩემი ცხოვრების არსი. ჩემი ცხოვრება და კარიერა ყოველთვის ყურადღების ქვეშ იყო. როცა გავაანალიზე, რომ არა მხოლოდ ახალგაზრდა ჭადრაკის მოყვარულებს, არამედ მთლიანად ახალგაზრდა თაობას შთავაგონებდი, ვცდილობდი, რომ არა მხოლოდ მიმეღწია ჭადრაკში ჩემი მიზნებისთვის, არამედ მეცხოვრა ისეთი ცხოვრებით, რომელიც იქნებოდა საუკეთესო მაგალითი წარმატებისა და თავმდაბლობის — მეჩვენებინა სამყაროსთვის, რისი მიღწევა შეუძლია ძლიერი ხასიათის, მტკიცე რწმენისა და მკაფიო მიზნების მქონე ქალს.
ბოლოს, მსურს აღვნიშნო, რომ Netflix-ის სერიალის სადავო სცენამ არასწორად წარმოაჩინა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერული მიღწევები და მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მაყურებელს მცდარი კუთხით დაანახა ჩემი თავი. ამან ჩემი პირადი და პროფესიული რეპუტაცია შელახა და უდიდესი ტკივილი მომაყენა.
როგორც დღეს გაფრინდაშვილის ადვოკატმა განაცხადა, ლაზიერის გამბიტის სცენარისტმა და პროდიუსერმა, ფრენკ სკოტმა აღიარა, რომ გაფრინდაშვილზე სიმართლე იცოდა. მისი განმარტებით, ეს ადასტურებს Netflix-ის მიერ მცდარი ფაქტების მიზანმიმართულად გავრცელებას.
Netflix-ის შუამდგომლობასა და გაფრინდაშვილის საპასუხო პოზიციასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი 24 იანვარს, ზეპირ მოსმენაზე გახდება.
სერიალი ლაზიერის გამბიტი ახალგაზრდა მოჭადრაკე ბეტ ჰარმონზე გვიყვება, რომელიც კაცებით დომინირებულ ჭადრაკის სამყაროში თავის დამკვიდრებას ცდილობს. ლაზიერის გამბიტით სერიალის მოყვარულები საქართველოში განსაკუთრებით დაინტერესდნენ, რადგან ნეტფლიქსის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტში ქართული ჭადრაკის ლეგენდა — ნონა გაფრინდაშვილია ნახსენები.
ამ დეტალს მაყურებელთა კრიტიკა მალევე მოჰყვა, რადგან ყველამ, ვისაც კი ნონა გაფრინდაშვილის შესახებ სმენია, სერიალში გაჟღერებული არასწორი ინფორმაცია მაშინვე შენიშნა. სერიალის ბოლო ეპიზოდში მოსკოვის საჭადრაკო ტურნირის გამომცხადებელი აღნიშნავს, რომ გაფრინდაშვილი კაც მოთამაშეს არასდროს შეხვედრია, რაც სიმართლეს არ შეესამება.
სერიალის გამოსვლიდან თითქმის ერთი წლის გასვლის შემდეგ ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოხვდა. გამოცემა The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველმა მოჭადრაკემ სტრიმინგ კომპანია ნეტფლიქსის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში წამოიწყო. გაფრინდაშვილი ნეტფლიქსისგან $5 მილიონს ითხოვს.
ქართველი მოჭადრაკის სარჩელში კაცების წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის წარმატებული ასპარეზობა დეტალურადაა განხილული. სარჩელში ვკითხულობთ, რომ გაფრინდაშვილი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთ გამოცდილ კაც ჩემპიონს შეხვედრია, სერიალში ნათქვამი ფრაზა კი მას, როგორც მოქმედ მოთამაშეს, პროფესიულ ზიანს აყენებს.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები