კომპანიების ანონიმური მფლობელობისგან გამოწვეული პრობლემები და გადაჭრის გზები — TI-ის ანგარიში
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI) კომპანიების ანონიმური მფლობელობის პრობლემებისა და გადაჭრის გზებზე ანგარიშს აქვეყნებს. TI-ის განცხადებით, ბოლო წლებში პერიოდულად საჯაროვდება საიდუმლო ფინანსური დოკუმენტები, მაგალითად პანამას ან პანდორას დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით თანამდებობის პირები ხშირად იყენებენ კომპანიების ანონიმურ მფლობელობას, რათა თავი აარიდონ მათთვის დაწესებულ შეზღუდვებს სამეწარმეო საქმიანობაზე. კომპანიების ანონიმურ მფლობელობას ასევე ხშირად იყენებენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები გადასახადებისგან თავის ასარიდებლად, ფულის გასათეთრებლად ან ფარული გარიგებების დასადებად.
პრობლემები, რომლებიც საქართველოში აქტუალურია
- ხშირად არ ვიცით, საბოლოო ჯამში, ვინ იღებს სახელმწიფოს ფინანსურ რესურსებსა და სერვისებს.
"ქვეყანაში მოქმედი მთელი რიგი მნიშვნელოვანი კომპანიები საზღვარგარეთ, ე.წ. ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიების მფლობელობაშია, რის შემდეგაც მფლობელობის კვალი ანონიმურობის გამო იკარგება. ეს კომპანიები იღებენ სახელმწიფო კონტრაქტებს, მნიშვნელოვან ლიცენზიებსა და ნებართვებს, მონაწილეობენ სახელმწიფო პროგრამებში, სარგებლობენ სახელმწიფო შეღავათებით, მაშინ, როდესაც სრულიად უცნობია, ვინ დგას მათ უკან", — ვკითხულობთ ანგარიშში.
TI-ის განცხადებით, საქართველოს სამეწარმეო რეესტრში 3 200-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა მთლიანი ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა. ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ თბილისი ენერჯის, ბილაინს, აიდიეს ბორჯომს, ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას, რუსთავის ფოლადს, სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს, რუსთავის ავტობაზრობას, ფოთის მარცვლეულის ტერმინალს, სუფთა სახლს და სხვა 160-მდე მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოს. - ფულის წარმოშობის დამალვა და მისი შესაძლო გამოყენება კორუფციული მიზნებისთვის.
ორგანიზაციის ცნობით, კომპანიების ანონიმური მფლობელობის გამოყენებით საქართველოში დიდი მოცულობით ფულის განკარგვა ხდება. მაგალითად, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ოფიციალური სტატისტიკით, 2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5,2 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოური ინვესტიციების 38%-ია.
2019 წლის 13 სექტემბერს საქართველოს მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე კომენტარის გაკეთების დროს განაცხადა, რომ სხვადასხვა შეფასებით, საქართველოს ისტორიის განმავლობაში ყოველწლიურად შემოდიოდა უცხოური ინვესტიციები, რომლის 60-70% სინამდვილეში თავისი ბუნებით ქართული, ადგილობრივი ინვესტიციებია, გატანილია აქედან და შემოტანილია სხვადასხვა ქვეყნიდან ან ოფშორიდან.
ამ განცხადების გათვალისწინებით TI სვამს კითხვას — ხომ არ ხდება კომპანიების ანონიმური მფლობელობის გამოყენება ფულის წარმოშობის დასამალად და შემდეგ მისი გამოყენება სხვადასხვა კორუფციული მიზნებისთვის, ან ხომ არ ხდება გაურკვეველი წარმოშობის ფულის შედინება პოლიტიკაში. - კერძო ბიზნესინტერესების ფარული, არაჯანსაღი გავლენა სახელმწიფო ინსტიტუციებსა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე.
"საქართველოს რეალობაში ასევე სერიოზული პრობლემაა ბიზნესისა და საჯარო ინტერესის არაჯანსაღი გადაკვეთა, რაც ფარულ ბიზნესგარიგებებში გამოიხატება და მაღალი დონის კორუფციისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ამის მთავარი მაგალითი ბიძინა ივანიშვილია, რომლის გავლენა ქვეყნის მთავრობასა და საჯარო დაწესებულებების უმეტესობაზე, პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად, უნდა შეფასდეს როგორც სახელმწიფოს მიტაცება — მდგომარეობა, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციები არა ქვეყნისა და მისი მოქალაქეების წინაშე არიან ანგარიშვალდებული, არამედ გარეშე პირების კერძო ინტერესების სამსახურში დგანან", — აცხადებს TI.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სხვადასხვა დროს გასაჯაროებული ფინანსური დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ივანიშვილი სულ მცირე 20 ოფშორული კომპანიის ბენეფიციარი მფლობელია. დღეის მდგომარეობით ამ 20 ოფშორული კომპანიიდან 12 მხოლოდ საქართველოში 26 კომპანიას ფლობს, რომლებიც, თავის მხრივ, სხვა კომპანიებს ფლობენ. შედეგად, ბიძინა ივანიშვილის 12 ოფშორული კომპანია საქართველოში პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით 70 კომპანიას ფლობს. ამ 70 კომპანიის 31-მა დირექტორმა 2012-2021 წლებში ქართულ ოცნებას ჯამში 2 972 572 ლარი შესწირა. - ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემა ანონიმურ მფლობელობის მიმართ არაეფექტურია.
TI აცხადებს, რომ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარირების სისტემა ვერ უზრუნველყოფს კომპანიების ანონიმური მფლობელობის გამჟღავნებას, რის გამოც, მხოლოდ თანამდებობის პირის პირად კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, დეკლარაციაში ჩაიწერება თუ არა ისეთი კომპანიები, რომლებსაც იგი ანონიმურად მფლობს ან მართავს.
"ბიძინა ივანიშვილის კავშირი 20 ოფშორულ კომპანიასთან შემთხვევით გახდა ცნობილი, საიდუმლო ფინანსური დოკუმენტების გასაჯაროების შედეგად. როცა მას ამ კომპანიების ოფიციალურად დეკლარირების შესაძლებლობა და ვალდებულება ჰქონდა, 2013 წელს, პრემიერმინისტრობის დროს შევსებულ დეკლარაციაში მან ეს არ გააკეთა. ამდენად, საჯაროდ არავის ეცოდინებოდა ბიძინა ივანიშვილის ამ ბიზნესინტერესების შესახებ, რომ არა გაჟონილი დოკუმენტები. ეს პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ მესაკუთრეობის შესახებ ინფორმაციის გაუმჭვირვალობის პირობებში შესაძლებელია თანამდებობის პირებს ან სხვა გავლენიან ადამიანებს გააჩნდეთ პოტენციურად პრობლემური, დამალული ბიზნესინტერესები", — ვკითხულობთ ანგარიშში.
რა არის გამოსავალი?
როგორც ორგანიზაცია წერს, ანონიმური მფლობელობის ბოროტად გამოყენების პრობლემის გადასაჭრელად მსოფლიოში უკვე ჩამოყალიბდა კონსენსუსი, რომ საჭიროა კორპორაციული მფლობელობის სრული გამჭვირვალობა, რისი საუკეთესო მექანიზმია ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის შექმნა. ბენეფიციარი მესაკუთრე არის კონკრეტული ფიზიკური პირი, რომელიც საბოლოო ჯამში ფლობს კომპანიის წილს ან აქტივს, ან აკონტროლებს და იღებს გადაწყვეტილებებს მის საქმიანობასთან დაკავშირებით. სწორედ "კონტროლის" კომპონენტი განასხვავებს ბენეფიციარ მესაკუთრეს კომპანიის მფლობელის სტანდარტული გაგებისგან. ხშირად კომპანიასა და მის ბენეფიციარ მესაკუთრეს შორის პირდაპირი კავშირია, თუმცა, ზოგჯერ საბოლოო ბენეფიციარი იმალება მრავალი იურიდიული პირისგან შემდგარი ჯაჭვის ბოლოს.
TI-ის განცხადებით, იმისათვის, რომ საქართველოში შემცირდეს ანონიმური მფლობელობის შედეგად გაჩენილი კორუფციული რისკები, მათ შორის არაჯანსაღი კავშირი ბიზნესსა და მთავრობას შორის, მნიშვნელოვანია ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის შექმნა.
ამისათვის ორგანიზაცია შემდეგი ნაბიჯებს გვთავაზობს:
- საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ განაცხადოს ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის შექმნის პოლიტიკური ნება და გამოავლინოს რეფორმის კოორდინაციასა და გატარებაზე პასუხისმგებელი ორგანო;
- შეიქმნას სამუშაო ჯგუფი რეფორმის დასამუშავებლად, სადაც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე, მათი შორის სამოქალაქო საზოგადოება;
- პასუხისმგებელი ორგანო უნდა დაუკავშირდეს ბენეფიციარი საკუთრების ღიაობის სტანდარტების დამდგენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათთან თანამშრომლობით წარმართოს რეფორმა;
- რეფორმის გატარების ვალდებულება უნდა აისახოს ანტიკორუფციული რეფორმების ისეთ დოკუმენტებში, როგორიცაა: ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა.
გარდა ამ კონკრეტული ნაბიჯებისა, TI აცხადებს, რომ ამგვარი რეფორმის წარმატების უზრუნველსაყოფად აუცილებელი იქნება:
- ღია მესაკუთრეობის პრინციპების სრულად დაცვა
ბენეფიციარი საკუთრება მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული კანონით და უნდა მოქმედებდეს საკუთრების ან კონტროლის დაბალი ზღვარი, რის ზევითაც სავალდებულო იქნება ბენეფიციარი მესაკუთრის გამჟღავნება; გამჟღავნების ვალდებულება სრულყოფილად უნდა შეეხოს შეძლებისდაგვარად ყველა ტიპის იურიდიულ და ფიზიკურ პირებს; წარსადგენი ინფორმაცია უნდა იყოს შეძლებისდაგვარად დეტალური; მონაცემები უნდა შეგროვდეს ცენტრალურ რეესტრში; მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის, ასევე, იყოს სტრუქტურირებული და გამოყენებადი; რეესტრში შეყვანილი მონაცემები უნდა ექვემდებარებოდეს შემოწმებას; მონაცემები მუდმივად უნდა ახლდებოდეს, ხოლო საარქივო ჩანაწერები — ინახებოდეს; მონაცემების წარუდგენლობის შემთხვევაში უნდა არსებობდეს ადეკვატური სანქციები და აღსრულება. - უცხოური/არარეზიდენტი კომპანიების მოცვა
საქართველოს შემთხვევაში განსაკუთრებით პრობლემურია ისეთი კომპანიების მესაკუთრეობის გაუმჭვირვალობა, რომლებსაც არარეზიდენტი — უცხოური კომპანიები ფლობენ. ამიტომ, საქართველოში ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის წარმატებით დანერგვის აუცილებელ წინაპირობად გვესახება ბენეფიციარ მესაკუთრეთა გამჟღავნების ვალდებულების გავრცელება არარეზიდენტ კომპანიებზე. - შეზღუდვების დაწესება საბიუჯეტო თანხებთან წვდომაზე
მიზანშეწონილია, რომ კომპანიებს, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრის/ების შესახებ ინფორმაცია უცნობია, შეეზღუდოთ წვდომა საბიუჯეტო სახსრებზე. ასეთ კომპანიებს არ უნდა შეეძლოთ მონაწილეობის მიღება სახელმწიფო შესყიდვებში, ვერ უნდა ისარგებლონ ეკონომიკური და საშეღავათო პროგრამებით, ვერ უნდა მიიღონ მოპოვებითი მრეწველობისა და სხვა ტიპის ლიცენზიები და ნებართვები და ა.შ. საქართველოს მთავრობამ და მისმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუ ვინ იღებს საბოლოო ჯამში ბიუჯეტის ფულს. - სააქციო საზოგადოებების მეწილეთა გამჭვირვალობა
ბენეფიციარ მესაკუთრეთა გამჭვირვალობის რეფორმის მიზანია კომპანიების ანონიმური მფლობელობის დასრულება. ამ მიზნის გათვალისწინებით, საქართველოს კონტექსტი რეფორმის ნაწილი უნდა იყოს სააქციო საზოგადოებების მეწილეთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდაც. დღეის მდგომარეობით, თითქმის შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვინ მართავს საქართველოში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოებას.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები