ჩხაიძის თქმით, 2021 წლის ეროვნულ გეგმა, მოსახლეობის 60%-ის აცრა, შესაძლოა 2022 წლის მაისამდე ვერ შევასრულოთ
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, გამორიცხულია რომ ეროვნული გეგმით განსაზღვრული ვაქცინაციის 60%-იანი მაჩვენებელს წლის ბოლომდე მივაღწიოთ. ექიმი ვარაუდობს, რომ აცრების ამ ტემპის შენარჩუნების შემთვხვევაში ამ მაჩვენებელს მხოლოდ მომავალი წლის მაისში მივაღწევთ.
ჩხაიძის ინფორმაციით, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვაქცინაციის მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა და ყოველდღიური 2-3 ათასი აცრიდან 11-12 ათასამდე გაიზარდა, თუმცა ამბობს, რომ ეს არ არის საკმარისი
"თუ შევადარებთ 15 ნოემბრამდე პერიოდს, გასამმაგებული და გაოთხმაგებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც მიმართავენ ვაქცინაციის ცენტრებს. 15 ნოემბრამდე ეს 2-3 ათასი იყო, ახლა 11-12 ათასი ადამიანი მიდის სამუშაო დღეებში ვაქცინაციის ცენტრებში [...]
11 და 12 ათასი, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე 2-3, მაგრამ ეს არ არის ის ციფრი, რომელიც ქვეყანას სჭირდება. იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ უახლოესი თვეების განმავლობაში — აღარ არის საუბარი იმაზე, რომ დეკემბრის ბოლომდე ეროვნული გეგმის შესაბამისად მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას მოვახერხებთ, ეს უკვე გამორიცხულია, მაგრამ, მთავარია, რომ აი ამ ციფრების ასეთ დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში, თუ სტაბილურად ასეთი ციფრი იქნა დ ავერ გამოვნახეთ რესურსი რომ უფრო მეტად გაიზარდოს, ჩვენ სადღაც მაისისთვის მივაღწევთ, ალბათ, 60%-იან ზღურბლს", — განაცხადა ჩხაიძემ.
გარდა ამისა, ექიმი აღნიშნავს იმასაც, რომ მოსახლების 60%-ის აცრა საზოგადოებრივ იმუნიტეტს შექმნიდა კორონავირუსის თავდაპირველი ვარიანტის გავრცელების შემთხვევაში. ახლა, როცა ქვეყანაში მეტწილად ვირუსის ე.წ. დელტა ვარიანტი დომინირებს, პოპულაციური იმუნიტეტისთვის საჭიროა მოსახლეობის მინიმუმ 80%-ის აცრა.
"60% ზღურბლი, რომელიც, სრულებითაც არ გახლავთ მთავარი. 60%-იანი ზღურბლი სწორი იყო და ეს აქცენტი კეთდებოდა მაშინ, როდესაც უხანის ვირუსი იყო. დელტა ვარიანტმა, რომელიც ახლა დომინირებს ქვეყანაში, მკვეთრად შეცვალა პოპულაციური იმუნიტეტის ცნება და ამისათვის გვჭირდება მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია. ძალიან დიდი განსხვავებაა. ამიტომ, უახლოესი თვეების განმავლობაში პერსპექტივა იმისი, რომ ვაქცინაციით საქართველომ მოახერხოს პოპულაციური იმუნიტეტის შემქნა, სამწუხაროდ, არა გვაქვს", — განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 8 დეკემბრის მონაცემებით, ორჯერადად აცრილია მოსახლეობის 36%, ბოლო 24 საათში კი ჩატარდა 11 943 აცრა.
გაიგე მეტი:
- ვაქცინის ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა შემცირდა
- არ გამოვრიცხავ, რომ სავალდებულო ვაქცინაციამდე მივიდეთ — ტიკარაძე
- ჯანდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ ვაქცინაციიის კამპანია მასშტაბური იყო
- "საფრთხე ვაქცინა არ არის, საფრთხე არის პანდემია" — მითები და რეალობა კოვიდვაქცინაზე
- რატომ გვჭირდება ორი კოვიდპასპორტი, გარდა იმისა, რომ "ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ" — გაბუნიას განმარტება
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
კომენტარები