ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებელი, ჯარჯი აქიმიძე სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს საქმე ასე არ დამთავრდება.

"შოკში ვარ, თურმე ჩვენ სიხარულით ჩავაბარეთ ჩვენ მიერ ნაშრომი ტელევიზიის 60% ვიღაც გაურკვეველ ადამიანს, რომელიც თვითონ წლების განმავლობაში იძახის, რომ ჩვენს მიმართ პასუხისმგებელია იმიტომ, რომ ჩვენ დაჩაგრულები ვართ. ჩვენ მივალთ ბოლომდე, ეს საქმე ასე არ დამთავრდება", — განაცხადა მან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი, რითიც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დარჩა და რუსთავის 2-ის 60%-ს ყადაღა მოეხსნა. ადვოკატის, კახა კოჟორიძის განცხადებით, მოსამარლემ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ქიბარ ხალვაში კეთილსინდისიერ შემსყიდველად მიიჩნია.