ავიაკომპანია Myway Airlines სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლიცენზიის გაუქმებისთვის სასამართლოში უჩივის
ავიაკომპანია Myway Airlines სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სასამართლოში უჩივის. კომპანია მოითხოვს, სასამართლომ ბათილად ცნოს სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მათ გაუუქმდათ საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანის მოწმობა.
"გუშინ ავიაკომპანია Myway Airlines-ს ჩაბარდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება, რომელიც ეხება ავიაკომპანიისთვის საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანის მოწმობის გაუქმებას. კომპანია დღესვე ასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან თოთოეულმა დაყოვნებულმა დღემ შეიძლება კომპანიისთვის გამოიწვიოს შეუქცევადი ფინანსური ზარალი", — განაცხადა ავიაკომპანიის იურისტმა, თამარ მამფორიამ.
6 დეკემბერს ავიაკომპანიამ ღია წერილით მიმართა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ეკონომიკის მინისტრ, ნათია თურნავას და სააგენტოსთან დავის მოგვარებაში დახმარება სთხოვა. იმავე დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ საკითხზე კომენტარი გააკეთა ნათია თურნავამ და განაცხადა, რომ თუ გამოსწორდება ის ხარვეზები, რასაც სააგენტო ავიაკომპანიას ედავება, Myway Airlines-ს შეუძლია მოითხოვოს ლიცენზიის აღდგენა.
რა ხდება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, Myway Airlines-ის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 31 აგვისტოს დაიწყეს. მათი განმარტებით, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების პროცესის დაწყების მიზეზი გახდა ავიაკომპანიის მესაკუთრის მიერ წილის გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რითაც, ამ უკანასკნელმა ავიაკომპანიის წილების 89% მიიღო.
მოქმედი კანონმდებლობით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავიაკომპანიის საკონტროლო პაკეტს საქართველოს მოქალაქე უნდა ფლობდეს. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, "ამით საქართველოს მოქალაქეების პრიორიტეტი და ქართველი ინვესტორების პრიორიტეტი არის დაცული".
ავიაკომპანიის ადვოკატი, თამარ მამფორია აცხადებს, რომ კომპანიის წილების გადანაწილება კანონმდებლობასთან შეუსაბამო მხოლოდ ორი კვირის განმავლოაბში იყო. მისი თქმით, ახლა კომპანიის წილების პროპორცია კანონთან შესაბამისობაშია, საკორპორაციო გარიგების შესახებ კი ავიაციის სააგენტომ თავიდანვე იცოდა.
"ადმინისტრაციული წარმოების საფუძველი გახდა საკორპორაციო სამართლებრივი გარიგება, კერძო წილების გასხვისების გარიგება ქართველ და უცხოელ პარტნიორებს შორის. Myway Airlines-ს მშობელი კომპანიის დამფუძნებლებს შორის გარიგებაზეა საუბარი. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იყო თანაფარდობის შეუსაბამობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, თუმცა ეს ყველაფერი გამოსწორდა წარმოების პროცესშივე, სანამ პირველი ზეპირი სხდომა ჩაინიშნებოდა და ამის შესახებ სააგენტოსთვის ცნობილი იყო, მხარემ მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა როგორც ვხედავთ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სააგენტოსთვის და კვლავ აპირებენ გადაზიდვა-გადაყვანის მოწმობის გაუქმებას კომპანიისთვის", — განაცხადა მამფორიამ BMG-სთან საუბრისას.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ავიაკომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი საქართველოს მოქალაქეა, ეს არის ფორმალური მოცემულობა და მას არ შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ავიაკომპანიის მართვაზე. სააგენტოს განცხადებით Myway Airlines-ის იმ პარტნიორს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, აქვს გადამწყვეტი სიტყვა ავიაკომპანიის მართვისას.
"სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან მეორე დღესვე ავიაკომპანიაში მესაკუთრე იურიდიულ პირში პარტნიორებს შორის კაპიტალში წილები კიდევ ერთხელ გადანაწილდა და ამჯერად 51%-ის მფლობელი გახდა საქართველოს მოქალაქე, მაგრამ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლის შედეგად, სააგენტომ, 1 სექტემბრის წილის გასხვისების ხელშეკრულება მიიჩნია მოჩვენებით გარიგებად, ვინაიდან გარიგების მონაწილე ორივე პარტნიორი მოქმედებდა შეთანხმებულად და გააჩნდათ საერთო კანონსაწინააღმდეგო მიზანი — ა.წ. 19 აგვისტოს გაფორმებული გარიგებით დამდგარი შედეგის "გამოსწორება" მისი დაფარვის გზით და ამგვარად ავიაკომპანიის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის შენარჩუნება", — აცხადებენ ავიაციის სააგენტოში.
Myway Airlines-ში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული წარმოების ყველა ეტაპზე ცდილობდნენ სააგენტოსთან ეფექტიან კომუნიკაციას და მათგან რეკომენდაციების მიღებას, თუმცა სააგენტო მათთან თანამშრომლობის სურვილს არ გამოთქვამდა. ავიაკომპანიაში ამბობენ იმასაც, რომ ყოველ გაჩერებულ 1 დღეზე კომპანია $100 000-ის ზარალს მიიღებს. მათ იმედი აქვთ, რომ ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოს მიმდინარეობისას შეჩერდება.
"კომპანიას აქვს გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები სხვადასხვა გადაზიდვა-გადაყვანებზე, დაგემილი და არსებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, ერთი დღის დაყოვნება, დაახლოებით, კომპანიას უჯდება $100 000-ის ოდენობით ზარალად. მინიმუმ, შეიძლება მეტიც იყოს [...] თუ კომპანია გაჩერდა, ეს კომპანიისთვის იქნება კატასტროფული შედეგების მომტანი — გაკოტრდება რამდენიმე დღეში", — განაცხადა თამარ მამფორიამ BMG-ს ეთერში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამბობენ, რომ ამგვარ დარღვევაზე ვერ შემოიფარგლებიან მხოლოდ გაფრთხილებით ან ნაკლებად მძიმე სანქიით. სააგენტოს განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია ფრენებისა და მგზავრების უსაფრთხოება, ასევე საავიაციო ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია, რის გამოც არ დაუშვებენ "რაიმე სახის გამონაკლისი რომელიმე ავიაკომპანიის მიმართ".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები