გვჭირდება მუდმივი წინააღმდეგობის კერები, დეკემბერში ვემზადებით ძალიან დიდი აქციისთვის — სააკაშვილი
ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დეკემბერში დიდ აქციებს აანონსებს და აცხადებს, რომ მუდმივი წინააღმდეგობის კერების არსებობაა საჭირო. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანას "ფართო შეთანხმება" და "დიდი გადატვირთვა" სჭირდება.
სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ახლა კატასტროფულ სიტუაციაშია, ასეთ ვითარებაში კი ის დამსჯელ რაზმებს აძლიერებს და კრიმინალს ახალისებს. ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ სხვადასხვა თემით ივანიშვილი ორი მთავარი თემისგან, რიგგარეშე არჩევნებისა და მისი გათავისუფლების საკითხისგან ცდილობს ყურადღების გადატანას.
"იგივე, რიგგარეშე არჩევნების თემაზე დაბნეულობის შემოსატანად შემოაგდო 2%-იანი ბარიერის თემა და ჩემს შემთხვევაში — საავადმყოფოში გადაყვანის. ასევე, იქირავა "ექსპერტები", რომელთა მთავარი თემაა, რომ თურმე, სააკაშვილის თემა ხელს უშლის ოპოზიციის ძირითად პროგრამას.
ახლა მისი მთავარი მოკავშირეა საახალწლო გოჭი და საცივი და ხალხის ამ თემებზე გადართვა. ამ ყველაფრით მას სურს, ტემპერატურის დაგდება, ფრუსტრაციის და პასიურობის დანერგვა. ამის პარალელურად, ემზადება გვარამიას, ხაზარაძის დასაჭერად და მედიის დასახურად", — აღნიშნავს ის.
სააკაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ ივანიშვილს უნდა უპასუხოს იმით, რომ ხალხს აუხსნან თუ რაზე თანხმდებიან. ექსპრეზიდენტის თქმით, შეთანხმების საკითხებია "ნამდვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების" შემოატანა და "თავისუფლება ძალადობისგან".
ახლა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, რასაც თავად არ ესწრება. ექსპრეზიდენტის განცხადებით, ამის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა და ერთადერთი, რის გამოც სხდომაზე დასწრება სურდა, იმ ადამიანების გამხნევება და მხარდაჭერაა, რომლებიც მის გამო იჩაგრებიან.
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
კომენტარები