ივანიშვილი აპამპულავებს ამ ხალხს — ხოშტარია ტიკარაძის გადადგომაზე
დროას ლიდერის ელენე ხოშტარია ეკატერინე ტიკარაძის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომაზე აცხადებს, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ხალხს აპამპულავებს და ეს ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია.
"იმდენად შეურაცხმყოფელია ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, როგორც მოქალაქისთვის, რომ მე უნდა ვიმარჩიელო მორიგ ჯერზე, რა მოიხარშა ბიძინა ივანიშვილის თავში. თან ისეთი წარმოდგენა მაქვს, რომ რაღაცა მარიონეტებივით ამ ადამიანებს ხომ, ჩემთვის ამ ხალხის უპატივცემულობაც არის, მნიშვნელობა არ აქვს, ახლა რომელ ბანაკში ვართ, პარლამენტარების მიმართაც მქონია ეს განცდა, რომ ისე აპამპულავებს ამ ხალხს. ხან ერთს აჯანყებს, ხან მეორეს აჩხუბებს, ხან დაატაკებს და ეს მთლიანად ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია და ამიტომ პროტესტი მაქვს ხოლმე ამ კულუარულ ანალიზში შესვლის. და რაც მთავარია პრაგმატულადაც, ჩვენ არ უნდა გადავეწყოთ ამ დღის წესრიგზე, ამ თამაშებში არ უნდა შევიდეთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ძალიან მკაფიო დღის წესრიგი", — განაცხადა ხოშტარიამ ფორმულას ეთერში.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრის წასვლით არავის არ აქვს განცდა, რომ რამე შეიცვლება. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ეს გადადგომა შიდა კულუარულ გადაწყვეტილებას უკავშირდება.
"რომ ვუსმენდი, ამის განცდა მქონდა, რამდენად შევეჩვიეთ ჩვენ ამ არასწორი, არსებითად მახინჯი მართვის სისტემას, რომ აბსოლუტურად არავის არ აქვს განცდა, რომ ჯანდაცვის მინისტრი მიდის, არც განცდა, არც განცხადება კეთდება ამაზე რომ ჯანდაცვის მინისტრი მიდის და არც ალბათ, იმედი, რომ რამე შეიცვლება. რომ ეს რამე უკავშირდებოდეს, ვთქვათ კოვიდის მართვას. კოვიდის მართვას რომ უკავშირდებოდეს, ალბათ, მთელი მთავრობა უნდა გარბოდეს პირდაპირი გაგებით. მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით და ამაზე დროსაც არ დავხარჯავთ, რომ ეს უკავშირდება რაღაც შიდა კულუარულ. ჩვენ ახლა ვარკვევთ ბიძინას ფრთა არის, თუ რომელი ფრთა არის და ეს ფრთა სად გადავიდა და სად გადმოვიდა", — ამბობს ის.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დღეს, 9 დეკემბერს დატოვა. ტიკარაძემ თავისი სამწლიანი მოღვაწეობა შეაფასა, ყველას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კონსულტაციების შემდეგ საქმიანობის პარტიის პოლიტსაბჭოში გაგრძელება მიიჩნია სწორად. მინისტრს სიტყვა გადადგომა არ უხსენებია, არც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, ამიტომ მისი გადადგომის დაზუსტება უწყების პრესამსახურში გახდა საჭირო.
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
კომენტარები