საქართველოში კვლავაც რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები ადამიანის უფლებათა მაღალი კულტურის ჩამოსაყალიბებლად — ჰარცელი
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარგ ჰარცელი თანასწორობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ წარმატების მიუხედავად, საქართველოსი კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები ამ მიმართულებით.
"თანასწორობა ფუნდამენტური პრინციპია და წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის საფუძველს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს პრინციპი გულისხმობს ყველა ადამიანის უფლებას, მიიღოს თანასწორი მოპყრობა და ყველას პასუხისმგებლობას, იბრძოლოს ამ უფლებების უზრუნველსაყოფად. თანასწორობა გულისხმობს ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების უფლებას, იყვნენ დაცულნი უმრავლესობის მიერ. ეს ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფას, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობას.
საქართველომ ამ მიმართულებით ხელშესახებ წარმატებას მიაღწია, თუმცა კვლავაც რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც დაუღალავ შრომას მოითხოვს, ადამიანის უფლებათა მაღალი კულტურის ჩამოსაყალიბებლად და მიღწეული შედეგების შესაძლო უკუსვლის თავიდან ასაცილებლად", — განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულთან დაკავშირებით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად არაერთი ღონისძიება ჩაატარა. ბოლო წლებში
"კვირეულის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა თანასწორობის მნიშვნელობაზე და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხებზე, ამ კუთხით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. აქტივობები 3 დეკემბერს დაიწყო და 12 დეკემბრამდე გაგრძელდება. ევროკავშირმა წარმოადგინა სხვადასხვა ისტორიები, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოში თანასწორობის, როგორც ადამიანის უფლებათა ძირითადი ქვაკუთხედის მხარდაჭერას ასახავს. კამპანიის ფარგლებში, ასევე, ხაზი გაესვა პარტნიორების მიერ ეროვნული და რეგიონული პროექტების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს", — აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში ევროკავშირმა 100 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა საქართველოში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხარდასაჭერად. ამჟამად ევროკავშირის მხარდაჭერით ქვეყანაში 40-მდე პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ქალებისა, ბავშვების, უმცირესობების, შშმ პირებისა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების დასაცავად.
10 დეკემბერს, ყოველწლიურად მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი 1948 წელს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის მიღებას ეძღვნება.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები