On.ge-ის ჟურნალისტებმა WECF-ის მედია თანასწორობისთვის კონკურსში გაიმარჯვეს
On.ge-ის ჟურნალისტებმა, თამთა კახაბერიძემ და მარიამ ქავთარაძემ მედია თანასწორობისთვის კონკურსში გაიმარჯვეს და თანასწორობის ჩემპიონების ჯილდო მიიღეს. კონკურსი ორგანიზაცია ქალები საერთო მომავლისთვის — საქართველომ (WECF) ევროკავშირის მხარდაჭერით ჩაატარა.
#მედიათანასწორობისთვის კონკურსის მიზანია წაახალისოს ქალთა უფლებებსა და თანასწორობის თემებზე მომუშავე მედიის წარმომადგენლები, ფოტოგრაფები, ბლოგერები, ვლოგერები, კონტენტის შემქმნელები და გრაფიტ-არტისტები. ეს არის პირველი მულტიმედია დაჯილდოება, რომელიც განკუთვნილია როგორც ეროვნული/ნაციონალური, ასევე რეგიონალური მულტიმედია პლატფორმებისთვის.
დაჯილდოებაზე გამარჯვებულები 4 კატეგორიაში გამოვლინდნენ:
საუკეთესო ეროვნული/ნაციონალური მულტიმედია პროდუქტი
ამ კატეგორიაში მოხვედრილი 3 ფინალისტიდან 2 On.ge-ის ჟურნალისტების სტატია იყო.
- თამთა კახაბერიძე და მარიამ ქავთარაძე — ინგა შვილებთან დაბრუნდა.
საუკეთესო რეგიონალური მულტიმედია პროდუქტი
- მარიამ ტაკიძე — ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალი
საუკეთესო კონტენტი სოციალურ მედიაში
- ლაშა ცერცვაძე — ქალებს არასდროს უდგამენ ძეგლებს
საუკეთესო ვიზუალური ამბის თხრობა
- დინა ოგანოვა — #MeToo
"ინგა შვილებთან დაბრუნდა"
თამთა კახაბერიძემ და მარიამ ქავთარაძემ კონკურსში გაიმარჯვეს სტატიით — ინგა შვილებთან დაბრუნდა. სტატია მოგვითხრობს ძალადობის მსხვერპლ ქალზე, რომელიც ციხეში აღმოჩნდა, თუმცა არ დანებდა, ბრძოლის შემდეგ დაწესებულება დატოვა და შვილებს დაუბრუნდა.
წაიკითხეთ ნაწყვეტი სტატიიდან:
ინგა კაპანაძეს ციხიდან გამოსვლის მეორე დღეს, საკუთარ სახლში მივაკითხეთ. ამ დღეს თვეების განმავლობაში ველოდი — მას შემდეგ, რაც მისი ისტორია მოვისმინე, მინდოდა პირადად გამეცნო ქალი, რომლის მარცხსა თუ გამარჯვებებზე აქამდეც არაერთხელ დამიწერია.
"ცუდი დედა არ ვარ, არც ვიქნები და არც არასოდეს ვყოფილვარ. ეს იცოდეს ყველამ. ჩემს შვილებთან მე მტკიცებულებები არ მჭირდება", — ასე იწყებს საუბარს ქალი, რომელიც არასრულწლოვან შვილებზე ძალადობის ბრალდებით სამი წელი და სამი თვე ციხეში იხდიდა სასჯელს. ინგა ამბობს, რომ უდანაშაულოა და გისოსებს მიღმა ქმრის შურისძიების გამო მოხვდა — მას შემდეგ, რაც მისგან ძალადობის გამო პოლიციას მიმართა.
სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები