კალაძის მტკიცებით, ტიკარაძესა და ღარიბაშვილს შორის "არანაირი დაპირისპირება არ იყო"
ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება არაა. ასე ეხმაურება ის ტიკარაძის გადადგომის მიზეზების ირგვლივ მიმდინარე დისკუსიას.
"მე გამიჭირდება საუბარი [გადადგომის მიზეზებზე], თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მინდა ეკას წარმატებები ვუსურვო. ის, რა თქმა უნდა, გუნდიდან არ მიდის. პარტიაში გააგრძელებს მუშაობას, პოლიტსაბჭოში. თუ ვინ იქნება მომავალი მინისტრი, არ ვიცი, დაველოდოთ და უახლოეს მომავალში იქნება გადაწყვეტილი. მე არა მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. როდესაც იქნება ცხადი და ცნობილი, თუ ვინ იქნება კანდიდატურა ვინ იქნება წარმოდგენილი, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება", — განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა რა იცოდა გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა ტიკარაძე უწმაწური სიტყვებით მოიხსენია.
"არანაირი დაპირისპირება არ იყო, არავინ არ მოიხსენიებდა ერთმანეთს უწმაწური სიტყვებით. რომელ საუკუნეში ვართ, რა უწმაწური სიტყვებით მოხსენებაზეა ლაპარაკი. შეიძლება გარკვეულ საკითხებში იყო მსჯელობა, იყო, შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა. არ ვიცი. მე არ ვარ მთავრობის წარმომადგენელი, ამიტომ გამიჭირდება [პასუხის გაცემა]", — თქვა კალაძემ.
ის ამბობს, რომ პარტიის გენერალური მდივნის საქმე არაა, რა საკითხებს განიხილავს პრემიერმინისტრი მთავრობის სხდომაზე. კითხვას, მოულოდნელი იყო თუ არა მისთვის ტიკარაძის გადადგომა, კალაძემ ასე უპასუხა:
"მე არ ვიცოდი".
გუშინ, 9 დეკემბერს, ქართული ოცნების ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს და მუშაობას პარტიის პოლიტსაბჭოში გააგძელებს.
ეკატერინე ტიკარაძისა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაპირისპირებაზე მედია რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობს. ამბობდნენ, რომ დაპირისპირება კორონავირუსის მართვაზე განსხვავებულმა ხედვებმა გამოიწვია. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრს რამდენჯერმე ჰკითხეს, თუმცა ის პასუხს თავს ირიდებდა. გარდა ამისა, მინისტრს ეკითხებოდნენ, იყო თუ არა დაპირისპირების და კამათის მიზეზი მწვანე პასპორტების საკითხი, რაზეც ის ამბობდა, რომ არა დაპირისპირება, არამედ განხილვა ჰქონდათ.
ტიკარაძემ რამდენჯერმე თქვა ისიც, რომ არ ემხრობოდა მთავრობის დაწესებულ უვადო მწვანე პასპორტის იდეას და როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი, ვირუსის მართვის უფრო მკაცრი ზომების მომხრე იყო.
ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრი 2019 წლის 18 ივნისს გახდა. მანამდე ის საჩხერის კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ტიკარაძემდე, ქართული ოცნების ხელისუფლებაში, ამ თანამდებობას დავით სერგეენკო იკავებდა.
სერგეენკომ განაცხადა, რომ ეკატერინე ტიკარაძეს მინისტრის თანამდებობაზე რეკომენდაცია თავად გაუწია და საკადრო ცვლილებების ინიციატორიც თავად იყო.
გაიგე მეტი:
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
კომენტარები