გადავწყვიტე, დამოუკიდებელი დეპუტატი ვიყო — რამიზ რამაზანოვი
ორი დღის განმავლობაში გაუჩინარებული დეპუტატი, რამიზ რამაზანოვი დმანისში საკრებულოს სხდომაზე გამოცხადდა. ის ენმ-ს დეპუტატი იყო, თუმცა ახლა ამბობს, რომ დამოუკიდებელო დეპუტატად ყოფნა გადაწყვიტა, რადგან "ასეა საჭირო".
"ზეწოლა არ ყოფილა, ასე გადავწყვიტე მე, პირადად. მე გადავწყვიტე დამოუკიდებელი დეპუტატი გავხდე, საკრებულოს წევრი. იმიტომ, რომ საჭიროა, ათასმა კაცმა ხმა რომ მომცა, იმ ხალხის წინაშე ვალდებული ვარ. ასეა საჭირო. ადამიანი ხომ რაღაცა ფიქრობს, ფიქრობს ბოლო გადაწყვეტილებას", — თქვა მან.
დმანისში ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებდა. რამაზანოვის ამ გადაწყვეტებით კი საკრებულოში ქვორუმი შედგა და სხდომის ჩატარება შესაძლებელი გახდა.
დმანისის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია, სადაც 3 დეკემბერს საკრებულოს პირველი სხდომა ჩაიშალა და თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. სხდომას ქართული ოცნების 15 დეპუტატი ესწრებოდა, ქვორუმისთვის კი 16 დეპუტატის მონაწილეობა იყო საჭირო.
რამაზანოვის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 8 დეკემბერს საკრებულოს ოპოზიციონერმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს. მათი თქმით, რამაზანოვს სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახური დაჭერით ემუქრებოდა, შემდეგ კი მათთვის გაურკვეველმა პირებმა წაიყვანეს და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ქონდათ. საკრებულოს წევრმა, ლევან მოსაშვილმა განაცხადა, რომ რამაზანოვი ორი კვირის წინ სკოლის დირექტორის პოზიციიდან გაათავისუფლეს.
საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, ჰუსეინ ისმაილოვი ამბობს, რომ ბოლოს საუბრისას რამაზანოვმა მას უთრა: "ისეთ მდგომარეობაში ვარ, ან უნდა შევიდე, ან თავი უნდა მოვიკლაო". მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში მასთან კონტაქტზე გასვლას ვერ ახერხებენ, რადგან სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
9 დეკემბერს კი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდეს რამიზ რამაზანოვის ღირსება, უსაფრთხოება და სახლში დაბრუნება უზრუნველყოთ. ისინი რამაზანოვის გარშემო მიმდინარე პროცესებს შემაშფოთებელს უწოდებდნენ. დეპუტატს ოჯახის წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები მე-2 დღეა ეძებდნენ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები