მწვანე საგრანტო სქემა — ნაბიჯი ენერგოდამოუკიდებლობისკენ
ალბათ ხშირად გსმენიათ სიტყვა ენერგოეფექტურობა. უმეტესმა ჩვენგანმა ამ სიტყვის მნიშვნელობა იცის, მაგრამ, საინტერესოა, რამდენად დავფიქრებულვართ ამ სიტყვის მნიშვნელობაზე ჩვენს ცხოვრებაში.
ამ სტატიაში მოგიყვებით ენერგოეფექტურობის სიკეთეებისა და მნიშვნელობის შესახებ. შევეხებით საქართველოში არსებულ მდგომარეობას ენერგოეფექტურობის ჭრილში და გაგაცნობთ ძალიან საინტერესო, მწვანე საგრანტო სქემას, რაც დაგეხმარებათ ენერგოდამოუკიდებლობისკენ ახალი ნაბიჯების გადადგმაში.
იცოდით, რომ ენერგოეფექტურობა ნიშნავს ენერგიის სრულად გამოყენებას ისე, რომ მისი მცირე ნაწილიც არ დაიკარგოს? მაგალითად, ენერგოდამზოგავი ნათურები ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ და ამ გზით თქვენი სახლი ნახშირბადის გაფრქვევების შემცირებას უწყობს ხელს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ნაკლები ელექტროენერგიის მოხმარება ელექტროენერგიის ნაკლებ გადასახადსაც ნიშნავს. ეს კარგია როგორც გარემოსთვის, ასევე თქვენი ბიუჯეტისთვისაც.
ალბათ გაგიკვირდებათ, როდესაც გაიგებთ, რომ ვარვარების ტრადიციული ნათურის მიერ გამოყენებული ელექტროენერგიის მხოლოდ 10 პროცენტი გარდაიქმნება სინათლედ. დანარჩენი 90 პროცენტი სითბოს სახით იკარგება (სწორედ ნათურაში მოთავსებული გავარვარებული სპირალის გამო ეწოდება მას "ვარვარების" ნათურა). მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტი, რომელშიც ჩამოთვლილია ქვეყნის ეროვნული ვალდებულებები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის სფეროში, მხარს უჭერს დაბალემისიანი მიდგომების განვითარებას შენობების სექტორში, კლიმატის მიზნებზე მორგებული ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და სერვისების წახალისების გზით.
ენერგიის უფრო ეფექტიანად გამოყენება ფულის დაზოგვის, სათბურის აირების გაფრქვევების შემცირების, სამუშაო ადგილების შექმნისა და ენერგიაზე მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილების ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და ხარჯეფექტიან გზას წარმოადგენს.
გარემოსდაცვით ჭრილში, ენერგოეფექტურობის გაზრდა ამცირებს სათბურის აირებისა და სხვა დამბინძურებლების გაფრქვევებს, ასევე წყლისა და სხვა ენერგორესურსების გამოყენებას. ეკონომიკური თვალსაზრისით, ენერგოეფექტურობის გაზრდა ამცირებს ადამიანების კომუნალურ გადასახადებს, ქმნის სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ელექტროენერგიის, წიაღისეული საწვავის, როგორიცაა ბუნებრივი გაზი, ქვანახშირი ან ბიომასა, ფასების სტაბილურობას. გარდა ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგოეფექტურობა ამცირებს მოთხოვნას ელექტროენერგიაზე, რაც იწვევს ელექტროენერგიის გამომუშავებისა და გადაცემის ახალ ინფრასტრუქტურაში ინვესტირების საჭიროების შემცირებას.
ენერგოეფექტურობა ასევე ხელს უწყობს სასარგებლო რესურსების პორტფელის დივერსიფიკაციას და შეიძლება შეასრულოს საწვავზე ცვალებადი ფასებით გამოწვეული პრობლემებისგან ერთგვარი დამცავი ჯებირის როლი.
საქართველო გეგმავს 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებისა და გადაცემის სექტორიდან გაფრქვეული სათბურის აირების რაოდენობა საბაზისო დონესთან შედარებით 15 პროცენტით შეამციროს.
ახლა, როცა მიმოვიხილეთ ენერგოეფექტურობის ძირითადი მახასიათებლები და მისი მნიშვნელობა ჩვენი ცხოვრების უფრო ჯანსაღი და მდგრადი მომავლისთვის, გვინდა, გესაუბროთ მწვანე საგრანტო სქემაზე, რომელიც დაგეხმარებათ პოზიტიური ნაბიჯები გადადგათ თქვენი ენერგოეფექტური მომავლისაკენ.
2021 წელს, ევროკავშირისა (EU) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით დაიწყო ახალი პროექტი საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში: ხულო, ქედა, ახალქალაქი, ბორჯომი, ყაზბეგი, თეთრიწყარო, დედოფლისწყარო და ლაგოდეხი. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების სოფლად დანერგვას. ეს ძირითადად სარგებელს მოუტანს 8 სამიზნე მუნიციპალიტეტს და, ზოგადად, საქართველოს რეგიონებს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. აღნიშნული პროექტი სხვა მნიშვნელოვან აქტივობებთან ერთად საგრანტო პროგრამასაც ითვალისწინებს, რომლის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი ნანობაშვილი, საუბრობს.
რას წარმოადგენს მწვანე საგრანტო პროგრამა?
ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად გამოაცხადეს საგრანტო კონკურსი სოფლად მცხოვრები ოჯახებისა და სოფლად მომუშავე ბიზნესებისთვის. "მწვანე საგრანტო პროგრამის" მიზანია ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების სოფლად დანერგვის ხელშეწყობა, ამ მხრივ საქართველოში არსებული ბაზრის განვითარება და ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლის შემცირება.
საგრანტო პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები, განახორციელონ საცხოვრებელი და კომერციული ფართების თბოიზოლაცია და ისარგებლონ ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის სხვა უპირატესობებით.
თანამედროვე სოფლის განვითარება განუყოფელია მწვანე და კლიმატისადმი მეგობრული ტექნოლოგიების დანერგვისგან, როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე ენერგეტიკაში, მშენებლობაში, წარმოებაში და ეკონომიკური საქმიანობის სხვა სფეროებში. საქართველოს სოფელს ბევრი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი პოტენციალი თავის საკეთილდღეოდ გამოიყენოს. ჩვენი მწვანე გრანტების პროგრამა სწორედ ამ შესაძლებლობების ათვისებას, მწვანე ენერგოტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ამ რესურსის გამოყენებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას ემსახურება.
მწვანე საგრანტო პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის (EU) უფრო ფართომასშტაბიანი ინიციატივის ENPARD საქართველოს ფარგლებში, რომელიც სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 234,5 მილიონ ევროს შეადგენს.
რა მნიშვნელობა აქვს პროექტს საქართველოსთვის და კერძოდ, სამიზნე რეგიონებისთვის?
მწვანე საგრანტო სქემა ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიზნესებს, ჩაანაცვლონ ტრადიციული ენერგიის წყაროები ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებით.
მწვანე ენერგეტიკის განვითარება კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტირების ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა. განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადასვლა ამცირებს სათბური აირის გაფრქვევას და, ამავდროულად, ხელს უწყობს თანამედროვე დაბალემისიანი ეკონომიკის ჩამოყალიბებას, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის.
როგორია ევროკავშირისა და UNDP-ის როლი ამ პროექტში?
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა 2013 წლიდან ხელს უწყობენ საქართველოს სოფლის განვითარებას და სოფლად ახალი შესაძლებლობების შექმნას. ეს დახმარება ითვალისწინებს, როგორც სოფლის განვითარების მხარდამჭერი საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკის შექმნას, ისე მოსახლეობის უშუალო დახმარებას, განათლების, დასაქმებისა და მეწარმეობის შესაძლებლობების შექმნას და ახალი ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვას.
როგორც ვიცით, კლიმატის ცვლილება მსოფლიოს ყველა რეგიონს შეეხო. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს ენერგოდამზოგავ ღონისძიებებში და ფართოდ დაინერგოს ეკოლოგიურად სუფთა ენერგოტექნოლოგიები. მაგალითისთვის, თუ წყალს მზის ენერგიაზე მომუშავე კოლექტორით გავაცხელებთ, 1 კვ.მ. ფართობის მზის კოლექტორი, ყოველწლიურად, ელექტროენერგიის გადასახადს 200 ლარამდე დაზოგავს. გათბობასა და წყლის გაცხელებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება, თავის მხრივ, უძრავი ქონების მიმზიდველობის ზრდას იწვევს. რაც მთავარია, მზის კოლექტორის სისტემით მიღებული თბური ენერგია, ამ შემთხვევაში ცხელი წყალი, ნულოვან გავლენას ახდენს გარემოზე.
საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ ისევ შეშას იყენებს გასათბობად. მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობლის გამოყენებით კი დაიზოგება შეშა, და, შესაბამისად, დაიზოგება ისეთი მნიშვნელოვანი რესურსიც, როგორიც ტყეა. ამასთან ერთად, მზის ენერგიის გამოყენება საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ დამოკიდებულება კომუნალური მომსახურების კომპანიებსა თუ უცხოურ წიაღისეულ საწვავზე. ეს კი, თავის მხრივ, ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდის საუკეთესო გარანტია.
2021 წელს CENN-მა ევროკავშირის (EU) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოში ახალი ინიციატივის — ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების — შესახებ კომუნიკაციების და ცნობიერების ამაღლების კამპანია დაიწყო. კამპანია ხორციელდება საქართველოს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ხულო, ქედა, ახალქალაქი, ბორჯომი, ყაზბეგი, თეთრიწყარო, დედოფლისწყარო და ლაგოდეხი.
კამპანიის მიზანია ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ენერგიის დაზოგვა, შერჩეული ტექნოლოგიების გაყიდვების გაზრდა და ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლის შემცირება.
მწვანე საგრანტო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ მის ვებგვერდს.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
კომენტარები