NGO-ები პარლამენტს: შეისწავლეთ Alt-Info-ს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებები და ფინანსური კავშირები
არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, ღიად პრორუსული, ჰომოფობიური და ქსენოფობიური Alt-Info-ს და მსგავსი, პრორუსული დაჯგუფებების სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და ფინანსური კავშირები შეისწავლოს. ამის შესახებ მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ორგანიზაციების თქმით, ეს მოკვლევა პარლამენტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიშის რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. NGO-ები, ასევე, მოუწოდებენ პროკურატურას და შესაბამის უწყებებს, რომ ძალადობის ორგანიზატორების მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარონ.
ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ანტიდასავლური, პრორუსული ძალის გაძლიერება და საბოლოოდ ხელისუფლებაში მოსვლა, რუსეთის ინტერესებშია, რადგან ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება არ დაუშვას.
"Alt-info რადიკალური დაჯგუფება, რომელიც გამოირჩევა ძალადობრივი ქმედებებით და ძალადობის წამახალისებელი სიძულვილისა და მუქარის ენით, წლების განმავლობაში საქართველოს მოკავშირეებისა და კონსტიტუციით აღიარებული დასავლური, ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პროპაგანდირებს და მათ საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაში, საქართველოს მიმართ კოლონიალიზმში, ქართული ტრადიციებისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს. Alt-info მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ აქვს და საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის დასრულებასა და დასავლეთთან პარტნიორული ურთიერთობების შეწყვეტას ღიად მოითხოვს.
ამასთან, Alt-info საზოგადოებას მცდარ დილემას უყენებს და მოქალაქეებს არწმუნებს, რომ მათ არჩევანი უნდა გააკეთონ საქართველოს თურქეთის გავლენის სფეროდ გადაქცევასა/ისლამიზაციასა და რუსული გავლენის სივრცეში დაბრუნებას შორის. Alt-info მოცემულ ყალბ დილემაზე პასუხად რუსეთის გავლენის სივრცეში დაბრუნებას მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ საქართველოს გადარჩენა მხოლოდ რუსეთს შეუძლია", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაციები საგანგაშოდ მიიჩნევენ Alt-info მცდელობას, რომ შექმნას ყალბი ილუზია, თითქოს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის საქართველო რუსული უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სისტემებში უნდა შევიდეს. NGO-ები ასევე საუბრობენ, რომ წარსულში პატრიოტთა ალიანსი და დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო ანტიდასავლური და პრორუსული ინტერესების გასატარებლად ყალბი ნეიტრალიტეტისა და სამხედრო მიუმხრობლობის იდეებს იყენებდნენ.
ორგანიზაციები, ასევე, მიუთითებენ, რომ 5 ივლისს ძალადობისკენ მოწოდებებისა და საჯარო განცხადებების მიუხედავად, გამოძიება არ დაწყებულა და მეტიც, დაუსჯელობით წახალისებულმა ორგანიზატორებმა პოლიტიკური პარტიაც დააფუძნეს.
ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტი;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი — IWPR საქართველო.
ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა და პრორუსულმა Alt-Info-მ პარტია 20 ნოემბერს დააფუძნა, რომელსაც კონსერვატიული მოძრაობა უწოდეს. საჯარო რეესტრმა პარტია ოფიციალურად 7 დეკემბერს დაარეგისტრირა. რეესტრზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, კონსერვატიულ მოძრაობად წოდებული პარტიის თავმჯდომარე 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძეა, გენერალური მდივანი კი, გიორგი ქარდავა.
მანამდე, 25 ნოემბერს საჯარო რეესტრმა კონსერვატიული მოძრაობის რეგისტრაცია შეაჩერა და მიზეზად დოკუმენტაციის შევსებისას დაშვებული რამდენიმე შეცდომა დაასახელა. მათ ხარვეზის აღმოსაფხვრელად 10 დღე მიეცათ. რეესტრიდან ვიგებთ, რომ 2 და 6 დეკემბერს Alt-Info-მ დამატებითი დოკუმენტები წარადგინა.
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომენტარები