როცა ზრუნვა ასე მარტივია — Tegeta Care და პირველი ნაბიჯი თანადგომისთვის გაერთიანდნენ
ერთი შეხედვით რომ არაფრად გვეჩვენება — უბრალოდ გაღიმება, მოკითხვა, სათამაშო იქნება თუ დახმარებისათვის გადარიცხული 1 ლარი — თურმე ფასდაუდებელი ხდება. ამის შესახებ კარგად იციან არასამთავრობო ორგანიზაციაში, პირველი ნაბიჯი, რომელიც ზუსტად ასე, ბავშვების დახმარების ენთუზიაზმით და მცირე რესურსებით შეიქმნა. ყველაფერი კასპის ბავშვთა სახლში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების გადასარჩენად დაიწყო. პირველი ნაბიჯი გადადგეს და საამაყო შედეგებიც მიიღეს — კასპის ბავშვთა სახლიდან 15 მცირეწლოვანი ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა.
შემდეგ დაფუძნდა ორგანიზაცია, დახმარების მსურველებიც მალევე გამოჩნდნენ და საჩუქრად გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, ამერიკის არმიის დახმარებით, კოტეჯების მშენებლობაც გაჩაღდა.
"ორგანიზაციის თავდაპირველი მისია გახლდათ, რომ 'კასპის' მსგავსი შემთხვევა არასოდეს ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში", — ამბობს პირველი ნაბიჯის დირექტორი, თამარ ზაალიშვილი, — "ამას მივაღწიეთ, თუმცა, 10 წელი დაგვჭირდა. მიზანი კი ბავშვების გადარჩენა და მათთვის არა 'არსებობის', არამედ ცხოვრების უფლების დაბრუნება იყო. გავიდა დრო. ბავშვებთან ერთად, პირველი ნაბიჯიც იზრდებოდა და, თანდათან, თანამედროვე და ძლიერი მომსახურების მიმწოდებლად გადაიქცა".
დონორების დახმარებით, ორგანიზაცია სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მომსახურების განვითარებას და უფლებების დაცვას ემსახურება. დღეს ორგანიზაცია კონსულტაციისა და თერაპიის პროგრამებს, დღის ცენტრის სერვისსა და ბინაზე მომსახურებას 900-მდე ბავშვსა და მათ მშობლებს სთავაზობს.
"ზრუნვა ჩვენი ყოველდღიურობაა: ჩვენ ვზრუნავთ ბავშვებზე, მათ ოჯახებზე, ერთმანეთზე, დიახ ერთმანეთზეც", — ამბობს გუჩი თავხელიძე, პირველი ნაბიჯის მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების მენეჯერი, — "ერთი შეხედვით, მარტივი საქმიანობა, სინამდვილეში, საკმაოდ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ასეთია პირველი ნაბიჯის ყოველდღიურობა"
პირველმა ნაბიჯმა საქმიანობა გუნდში 15 ადამიანით დაიწყო. დღეს კი ბავშვებს და მათ ოჯახებს უკვე 158 თანამშრომელი ემსახურება. ორგანიზაციამ 2 000-ზე მეტ მცირეწლოვანს გაუწია მომსახურება 23 წლის განმავლობაში და ამასობაში არა მხოლოდ ბავშვები, არამედ სპეციალისტების თაობებიც გაზარდა. ბავშვების დახმარება და მათზე ზრუნვა, უფრო მეტი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის მხარდაჭერა და უკვე არსებული თუ ახალი პროგრამების განხორციელება მომავალშიც რომ უწყვეტად შეძლონ, პირველ ნაბიჯს დახმარება მუდმივად სჭირდება.
"ერთი ნაბიჯი ქველმოქმედებისთვის", — პირველი ნაბიჯის ეს სლოგანი ზუსტად დაემთხვა თეგეტა ჰოლდინგის კამპანიას, რომლის მიზანიც სწორედ ზრუნვა და ერთმანეთის მხარდაჭერაა.
"იზრუნე რომ ეს წელი ყველასათვის ჯადოსნური იყოს", — ამ ინიციატივას კომპანიამ ფორმა და ფუნქცია შესძინა და შექმნა პლატფორმა Tegeta Care, სადაც არაერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია გააერთიანა. ახლა ნებისმიერ მსურველს თავადაც შეუძლია, სულ რამდენიმე წამში, დაბრკოლებების გარეშე, მისთვის ხელმისაწვდომი თანხა სასურველ ბენეფიციარს გადაურიცხოს.
"ჩვენ სულ კეთილი კომპანიების და ადამიანების ძიებაში ვართ, რომლებთან ერთადაც შევძლებთ ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მათთვის და მათი ოჯახებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობაც", — ამბობს გუჩი, — "თეგეტამ ახალი პლატფორმის შექმნაზე რომ დაიწყო მუშაობა, დაგვიკავშირდნენ და პროექტში ჩართვა შემოგვთავაზეს. სიხარულით დავთანხმდით. ამ კამპანიის გარდა, თეგეტა ისედაც ძალიან ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს პირველი ნაბიჯისთვის, მათ შორის, ზრუნავს ბავშვებისთვის განკუთვნილი ტრანსპორტის უფასო სერვისზე, რაც უდიდესი შეღავათია ჩვენთვის.
"ჩვენ გაჩერების უფლება არ გვაქვს, ჩვენი მოწოდება ჩვენს დევიზშია — ნაბიჯი გამარჯვებისკენ".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები