CK-12-ის ქართული ციფრული რესურსების პოპულარიზაციის მიზნით კონფერენცია გაიმართა
11 დეკემბერს CK-12-ის ქართული ციფრული რესურსების პოპულარიზაციისა და მათი სწავლა-სწავლების პროცესში დანერგვის მიზნით, კონფერენცია CK-12-ის ქართული საგანმანათლებლო რესურსები ინკლუზიური და ხარისხიანი განათლებისათვის გაიმართა.
კონფერენცია ორგანიზებულია განათლების კოალიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, CK12-ის საერთაშორისო პლატფორმასთან თანამშრომლობით. ინიციატივის მხარდამჭერები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს STEM მასწავლებელთა ასოციაცია.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ STEM (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მათემატიკა) საგნების 200-ზე მეტი მასწავლებელი მთელი საქართველოდან. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა, განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ და CK-12-ის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ნეერუ ხოსლამ, ხოლო ქართული CK-12 პლატფორმის რესურსების ავტორებმა და კონსულტანტ-მასწავლებლებმა მონაწილეებს საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს CK-12-ის ელექტრონული სახელმძღვანელოების საგაკვეთილო პროცესში დანერგვის თაობაზე.
კონფერენციაზე CK-12-ის რესურსების განვითარებისა და პოპულარიზების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა განათლების კოალიციასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. ასევე, განათლების კოალიციასა და ა(ა)იპ სტემ მასწავლებელთა ასოციაციასა შორის.
კოვიდ-19-ის პანდემიამ საქართველოს საგანმანათლებლო სექტორი ისეთი გამოწვევების წინაშე დააყენა, როგორიცაა გაკვეთილების დისტანციურად ჩატარება და მაღალი ხარისხის ციფრული რესურსების ნაკლებობა. ამ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით დაიწყო გაეროს ბავშვთა ფონდის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, CK-12-ის ფონდისა და საქართველოს განათლების კოალიციის ერთობლივი პროექტი, რომელიც CK-12-ის ციფრული საგანმანათლებლო რესურსების თარგმნას და ადაპტირებას ისახავდა მიზნად.
შეიქმნა ქართულენოვანი ვებგვერდი www.ck12.edu.ge, რომელიც უზრუნველყოფს STEM საგნების ადაპტირებულ ციფრულ წიგნებზე წვდომას დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. პროეტში ჩაერთო ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი მასწავლებელი, რომლებიც წარმატებით იყენებენ ამ რესურსებს. პროექტი ასევე ითვალისწინებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის იუნისეფთან და განათლების კოალიციასთან თანამშრომლობით ონლაინ პორტალის შემუშავებას და ციფრული პროგრამებისა და რესურსების კონსოლიდირებასა და პოპულარიზებას, რაც ეროვნული საგანმანათლებლო პოლიტიკითაა გათვალისწინებული.
საერთაშორისო საგანმანათლებლო პლტფორმა CK-12 შესახებ
საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 2007 წელს დაარსდა. პლატფორმის მიზანია მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის უფასო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რომლებიც საშუალებას აძლევთ ისწავლონ ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში. CK-12-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ელექტრონული წიგნები, ადაპტირებადი პრაქტიკული სავარჯიშოები და სამეცნიერო სიმულაციები, შექმნილია 260 000-ზე მეტი ე.წ. ფლექს ბუქი. დღემდე, CK-12-ის რესურსებით მსოფლიოს მასშტაბით 137 მილიონზე მეტმა მოსწავლემ და მასწავლებელმა ისარგებლა, ხოლო პანდემიის პერიოდში ვებგვერდით სარგებლობა 480 პროცენტით გაიზარდა.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები