ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილება არ გადაიხედება — ზალკალიანი რუსეთის საგარეოს მოთხოვნაზე
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუღებელს უწედებს რუსეთის საგარეო უწყების მოთხოვნას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის პირობის გაუქმების შესახებ. ზალკალიანი აცხადებს, რომ NATO დაფუძნებულია პრინციპებზე და წესდების შესაბამისად, არც ერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება, ჩაერიოს გადაწყვეტილებაში გაფართოებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, NATO-ს გადაწყვეტილება შეუქცევადია და ეს არის გასარკვევი მხოლოდ ორგანიზაციასა და მისი წევრობის მსურველ ქვეყანას შორის.
"ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს არის მიღებული, არ გადაიხედება, არ გადაისინჯება. ეს ძალიან მკაფიო და ნათელია და ამის შესახებ საუბრობენ ჩვენი ნატოელი პარტნიორები და ასევე, ის, რომ ყველა ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის NATO-სკენ და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მისთვის NATO-ს კარი ღიაა და ეს არის NATO-სა და ქვეყნის გადასაწყვეტი. ამ შემთხვევაში, საქართველოს და NATO-ს გადასაწყვეტი",— განაცხადა მან.
ზალკალიანის თქმით, ნიშანდობლივია ისიც, რომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები. მისივე თქმით, ეს არის ის ვალდებულება, რომელზეც თავად რუსეთის ფედერაციას აქვს ხელი მოწერილი, მათ შორის, ჰელსინკის დეკლარაციით და პარიზის გადაწყვეტილებით.
"ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არაერთხელ იყო განმეორებული სხვადასხვა უმაღლესი დონის სამიტის გადაწყვეტილებებში. 2008 წლის შემდეგ თითქმის ყველა სამიტზე არის ამის შესახებ საუბარი. მათ შორის, ბოლო, 2021 წლის სამიტის დეკლარაციაშიც ძალიან მკაფიოდ არის განმეორებული ის, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი", — განაცხადა მან.
ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია კონგრესმენების ერთობლივი ორპარტიული მხარდაჭერის წერილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, გაუქმდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდნენ. სერგეი ლავროვის უწყების მტკიცებით, ნატო პირობების დარვევით იწევს აღმოსავლეთისკენ და ყურადღებას არ აქცევს "მოსკოვის უსაფრთხოებას". მათი თქმით, დიდი ხანია უსვამენ ხაზს, რომ მოვლენების ასე განვითარებას არ დაუშვებენ.
რუსეთის საგარეო უწყება მოითხოვს, დროის კონკრტულ მონაკვეთში, თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპის საფუძველზე, სერიოზულ გრძელვადიან სამართლებრივი გარანტიებს, რაც გამორიცხავს ნატოს შემდგომ წინსვლას აღმოსავლეთში და რუსეთის საზღვრებთან "საფრთხისშემცველი იარაღის სისტემების განლაგებას".
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის მოთხოვნას. საგარეოში აცხადებენ, რომ NATO-ში გაწევრიანება საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ ძალებს აქვთ გავლენის სფეროები, სადაც მათ შეუძლიათ გააკონტროლონ და გადაწყვიტონ, რას გააკეთებენ სხვა წევრები. მისივე თქმით, ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები