5 ფინანსური ნაბიჯი, რომელიც საახალწლო სამზადისისას უნდა გადადგა
ახალ წელთან შესახვედრად ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით, განათებული ქუჩებით, მორთული მაღაზიებით და სადღესასწაულო სუფრით. თუმცა დეკემბრის თვე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამით გამოირჩევა — ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ბევრს ვხარჯავთ.
სწორედ ამიტომაც, ამ სტატიაში გიზიარებთ ფინანსურ რჩევებს წინასაახალწლო პერიოდში ზედმეტი ხარჯების თავიდან ასარიდებლად.
1. შეადგინე თვის ბიუჯეტი
პირველი, რაც უნდა გააკეთო, შენი ბიუჯეტის გენერალური დათვლაა. ამ დროს ბევრი ნიუანსი უნდა გაითვალისწინო, რომ მოულოდნელობებს თავი აარიდო.
ხარჯები რამდენიმე კატეგორიად დაყავი: აუცილებელი ფიქსირებული, აუცილებელი ცვალებადი და სასურველი ხარჯები.
ბიუჯეტის დათვლისას, პირველ რიგში, აუცილებელი ფიქსირებული ხარჯები უნდა გაითვალისწინო. ასეთი შეიძლება იყოს: სესხის გადასახადი, ბინის ქირა, სწავლის ხარჯი და სხვა. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეს გაითვალისწინო ისეთი აუცილებელი ცვალდებადი ხარჯები, რომელთა გაღებას ვერსად გაექცევი. ესენია: კომუნალური გადასახადები, საკვების, ტრანსპორტის ხარჯი და სხვა.
იქვე ჩამოწერე სასურველი ხარჯების სავარაუდო მოცულობაც: გართობა, დასვენება, საჩუქრები, საკუთარი თავისა და ახლობლების განებივრება.
თუ დაზოგვა შენი ცხოვრების სტილია, წინასაახალწლო პერიოდში ხარჯებს ზრდის გამო, მასზე უარი არ უნდა თქვა. სწორედ ამიტომ, ბიუჯეტის დაგეგმვისას დასაზოგი თანხაც უნდა გაითვალისწინო.
ყოველივე ამის შემდეგ ისღა დაგრჩენია, მარტივი არითმეტიკა გამოიყენო და შემოსავლის მოცულობას ხარჯები გამოაკლო — სწორედ ეს მონაცემი გაჩვენებს, თუ როგორ უნდა იმოქმედო იმისათვის, რომ თანხები გონივრულად გადაანაწილო და სურვილებიც მაქსიმალურად აისრულო. ეს საქმე ჩემოდნის ჩალაგებას ჰგავს — ყოველთვის შესაძლებელია, ჩემოდნიდან ზედმეტი ნივთები ამოიღო და ყველა საჭირო რამ კომპაქტურად ჩაალაგო.
2. განსაზღვრე პრიორიტეტები
თუ დაინახავ, რომ შენი შემოსავალი შენსავე ფიქსირებულ და ცვალებად ხარჯებს არ ჰყოფნის, ანუ საბანი იქამდე არ გწვდება, სადამდეც გინდა რომ დაიფარო, პრიორიტეტების განსაზღვრა დაიწყე.
გასაგებია, რომ საახალწლო ბიუჯეტი საჩუქრებსა და გართობაზე უნდა იყოს ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, ფიქსირებულ ხარჯებს შეეშვი და ცვალებადი ხარჯების შემცირების სტრატეგიას შეუტიე.
პრიორიტეტების დალაგებისას ნათლად გამოჩნდება, სად არის შესაძლებელი თანხების დაზოგვა და, შესაბამისად, სად არა. ბუნებრივია, ხარჯვის ზოგადი პრიორიტეტები ამ შემთხვევაში აირევა, რადგან საქმე საახალწლო ბიუჯეტის დაგეგმვას ეხება.
3. დააღწიე თავი ზედმეტ ხარჯებს
ბიუჯეტში ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს ზედმეტი ხარჯები, რომლებისგან თავის დაღწევის შემთხვევაში საკმაო ოდენობის თანხას დაზოგავ. ამ შემთხვევაში შენ უნდა განსაზღვრო, რა გირჩევნია: ტრანსპორტში დაზოგო ფული და ახალი წლის ღამეს მეგობრებთან ერთად გაერთო, თუ მთელი თვე ტაქსებით იარო და 31-ში საღამოს 10 საათზე დაიძინო.
თანხების გამოთავისუფლებისთვის შენი ბიუჯეტის ცვალებადი ხარჯების მუხლს მიაკითხე. მთელი თვის განმავლობაში ყველაფერზე უარის თქმა არ მოგეთხოვება. საუბარია თანხების გონივრულად განაწილებაზე და ხარჯვისას ნაკლებ თავაშვებულობაზე. ბუნებრივია, ეს ყველასთვის ინდივიდუალურია, რაც, ძირითადად, შემოსავლის მოცულობაზეა დამოკიდებული.
4. წინასწარ შეადგინე საყიდლების სია
თუ იმ ეტაპზე ხარ, რომ უკვე იცი, რამდენი უნდა დახარჯო ახალი წლისთვის, მაშინ დროა შესყიდვების დაგეგმვას შეუდგე. გასაგებია, რომ საახალწლოდ მორთულ მოლებსა და ბაზრობებში რთულია ცდუნებებს გაუძლო, თუმცა ეცადე, საყიდლების სია წინასწარ შეადგინო.
იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად იცი, რის ყიდვას აპირებ, განიხილე რამდენიმე ვარიანტი: შეადარე ფასები, ხარისხი და სხვა მახასიათებლები. არასდროს შეიძინო ნივთი მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე ფასდაკლებაა. მოერიდე ემოციურ გადაწყვეტილებებს და ეცადე, გავლენის ქვეშ არ მოექცე.
თუ ონლაინ ვაჭრობას გადაწყვეტ, ისარგებლე სანდო ვებსაიტებით, გაეცანი მომხმარებელთა შეფასებებს და სიფრთხილით მოეკიდე არარეალურად კარგ შემოთავაზებებს.
5. თავიდან დაითვალე ბიუჯეტი და ისე დახარჯე ფული
მას შემდეგ, რაც პრიორიტეტებს დაალაგებ, დაზოგავ, საყიდლების სიას გაწერ და ბიუჯეტს კიდევ ერთხელ გადაითვლი, ნახავ, რომ გონივრული ხარჯვის სტრატეგიას შედეგი ნამდვილად მოაქვს.
ამ სტრატეგიით მოქმედება არა მხოლოდ სადღესასწაულო პერიოდში, არამედ სხვა დროსაც გამოგადგება. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ლარია შენი შემოსავალი, რადგან დანაზოგის მოცულობისა და ხარჯების კონტროლი ყველასთვის ერთნაირად საჭიროა.
კარგად დაგეგმილი ბიუჯეტი საახალწლო განწყობის შექმნაში ნამდვილად დაგეხმარება. მთავარია გონივრული ხარჯვის სტრატეგიის შემუშავება და შენი ბიუჯეტის სადღესასწაულო პრიორიტეტებით დაგეგმვა.
ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალი — ფინედუ დეკემბერში გონივრული ხარჯვის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს აღნიშნავს.
ფინედუ მთელი თვის განმავლობაში შემოგთავაზებთ საინტერესო სტატიებსა და რჩევებს შემოსავლის სწორად გადანაწილებისა და გონივრული ხარჯვის შესახებ. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფინედუს ვებსაიტსა და ფეისბუქგვერდს.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები