გახარიას გუნდი კანონპროექტით ითხოვს, საკრებულოებში ყველა გადაწყვეტილება ღია კენჭისყრით მიიღონ
გახარიას გუნდმა დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საკრებულომ ყველა გადაწყვეტილება ღია კენჭისყრით უნდა მიიღოს. პარტიის წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, ითხოვენ ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, რადგან სწორედ ახლა მიმდინარეობს საკრებულოებში თანამდებობის პირთა არჩევა.
"ქართულ ოცნებას ფაქტია, რომ გადაწყვეტილი აქვს ძალაუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროს, ხალხისვე მიღებული გადაწყვეტილების უგულებელყოფა. ის უკანონო და ხაზს ვუსვამ, ბინძური მეთოდებით ცდილობს, საკრებულოებში უმრავლესობის შექმნას და არათუ ერიდება, არამედ პირიქით, ამაყობს კიდევაც ამ გადაწყვეტილებით.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ერთის მხრივ, სააშკარაოზე გამოვიდეს "ოცნების" უკანონობა, ხოლო მეორეს მხრივ, გამოირიცხოს სხვადასხვა პარტიის მიერ სპეკულაციები და გაიზარდოს საკრებულოს წევრთა კეთილსინისინდისიერებისა და მათი საქმიანობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხი, ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა, დავაინიცირეთ, წარვადგინეთ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი. პროექტის მიხედვით მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ღია კენჭისყრის, მათ შორის, როდესაც ეს გადაწყვეტილება ეხება პირის თანამდებობაზე არჩევას, გადაყენებას თუ უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტას. ბუნებრივია ვითხოვთ ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, ვინაიდან ახლად არჩეული საკრებულოების მიერ სწორედ ამ ეტაპზე მიმდინარეობს თანამდებობის პირთა არჩეული პროცედურები", — თქვა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
მან ასევე განაცხადა, რომ სხვადასხვა საკრებულოს წევრთა მიმართ მიმდინარეობს ზეწოლა, დაშინება, მოსყიდვისა და გადაბირების მცდელობა. როგორც პარტიაში ამბობენ, მათ ქართულ ოცნებასაც და ნაციონალურ მოძრაობასაც შესთავაზეს საჯარო მოლაპარაკებები.
"მოგეხსენებათ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, დაესრულებინათ ერთპარტიული მმართველობა მუნიციპალურ დონეზე და დღეს მთელ რიგ საკრებულოებში წარმოდგენილი გახლავთ არაერთი პარტია. სამწუხაროდ, ოცნება არჩევნების შემდეგაც აგრძელებს არჩევნებამდე დაწყებული უკანონო მეთოდების გამოყენებას და მოსყიდვით შანტაჟით და მუქარით, მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ, ცდილობს უმრავლესობის შექმნას საკრებულოებში. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა მოსყიდვით თუ მუქარის გზით გადაბირება ოცნებამ ჯერ კიდევ არჩევნების დასრულებისთანავე დაგვიანონსა. შედეგად ვიხილეთ ფარული მოლაპარაკებები, ადგილობრივი წარმომაგენლების, მოსყიდვის დაშინების და გატაცების ფაქტებიც კი", — ამბობს ბუჩუკური.
გახარიას გუნდის პარტიის დეპუტატები მიმართავენ, რომ განიხილონ ეს კანონპროექტი და მიიღონ.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები