კონსულტაციები მიმდინარეობს, მინისტრობის კანდიდატი იქნება ღირსეული — ტიკარაძე
ჯანდაცვის ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მისი შემცვლელის კანდიდატურა ღირსეული იქნება. თუმცა მისი მტკიცებით, ამაზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ.
"კონსულტაციები მიმდინარეობს, იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, მე ამასთან დაკავშირებით მექნება ინფორმაცია, გავაკეთებ შესაბამის კომენტარს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვთვლი, რომ კანდიდატი იქნება ღირსეული. მნიშვნელოვანი არის, რომ მისი მხრიდანაც გადადგმული იყოს მშვიდი, დაბალანსებული ნაბიჯები, ვინაიდან, ჯანდაცვა უპირველეს ყოვლისა, და მით უმეტეს პანდემიის პირობებში, მოითხოვს ნამდვილად თანაბარი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას", — აღნიშნა მან.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე განიხილება, ტიკარაძე ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. თუმცა მისი თქმით, ის, რომ თალაკვაძე ჯანდაცვის ღონისძიებას დაესწრო, გასაკვირი არაა, რადგან მისი "ბექგრაუნდი" ამ სფეროსთან არის დაკავშირებული.
"არჩილ თალაკვაძე ხშირად ესწრება ჯანდაცვის სხვადასხვა ღონისძიებას, ვინაიდან მისი ბექგრაუნდი სწორედ ჯანდაცვასთანაა დაკავშირებული, ასევე, ჰქონდა გარკვეული გამოცდილება, როცა პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობდა, აქედან გამომდინარე, ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა ამ ეტაპისთვის ვერაფერს ვერ გეტყვი", — თქვა ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა, თუმცა ის საქმიანობას წლის ბოლომდე გააგრძელებს. მანამდე მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირება იყო ბოლო საკოორდინაციო სხდომაზეც, თუმცა მოგვიანებით, ეს უარყვეს.
აღსანიშნავია, რომ ტიკარაძე მწვანე პასპორტის უვადობას არ ემხრობოდა. როგორც მან 4 დეკემბერს განაცხადა, მიუხედავად იმისა, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებთა კონტროლის ცენტრი მთავარი უწყებები არიან ამ რეკომენდაციების გაცემის მხრივ, ვერ იტყვის, რომ "სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას". კოვიდგადატანილებისთვის მუდმივი პასპორტი პრემიერმინისტრის რეკომენდაცია იყო. 8 ნოემბერს ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არსებობდა მოსაზრება 6-თვიან ვადაზე, თუმცა საბოლოოდ საბჭომ უვადობაზე მიდი წინადადება გაიზიარა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები