დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა — რა წერია ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
სახალხო დამცველის შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აქვს. ნევროლოგმა თენგო წულაძემ განაცხადა, რომ მდგომარეობა საყურადღებოა და ნევროლოგიური სიმპტომატიკიდან რჩება პათოლოგიები.
"ნევროლოგიური სიმპომატიკიდან რჩება გარკვეული პათოლოგია — მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე. ასევე გამოხატულია ანემია, ფსიქიური თვალსაზრისით არის ზომიერი და მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ჩვენი მოსაზრებით.
პაციენტის სომატურ მდგომარეობას რაც შეეხება, მკურნალობა მიმდინარეობს და სტაბილურია, თუმცა, გვაქვს მოსაზრებები, რომელიც დეტალურად გავწერეთ დანართში და გადაეცემათ მათ ხელზე", — განაცხადა მან.
წულაძის თქმით, ჯერ კიდევ 25 ნოემბერს ფსიქოთერაპიის რეკომენდაცია გასცეს, თუმცა არ შესრულდა რაღაც მიზეზების გამო და ახლაც ამაზე აკეთებენ აქცენტს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ფიზიკური აბილიტაციაც.
"ნევროლოგიური დაავადებები ხშირად არ მთავრდება ერთ დღეში და ერთ კვირაში, ამიტომ ხანგრძლივად საჭიროებს რეაბილიტაციას. რეაბილიტაციას კიდევ ხელს უშლის დეპრესია, პოსტტრავმული სტრესული აშლილობაც და ფსიქოთერაპია ამ მხრივაც დაგვეხმარება, რომ რეაბილიტაცია სრული მოცულობით ჩატარდეს", — განაცხადა მან.
კითხვაზე, რეკომენდირებულია თუ არა ახლა მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან ციხეში გადაყვანა, ის პასუხობს, რომ ადამიანი მკურნალობას უნდა გადიოდეს ისეთ ადგილას, რომელიც სტრესს არ ახსენებს. მისივე თქმით, მან სტრესი განიცადა გლდანის ციხეში გადაყვანით და ე.წ. შუმოკით.
"რადგან ადამიანს პოსტტრავმული-სტრესული აშლილობა აქვს, ეს გულისხმობს იმას, რომ ტრავმა ზუსტად იქ მიიღო, პენიტენციურ დაწესებულებაში, ყველაზე მეტად გლდანში. ამიტომ იქ გადაყვანას ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, იმ გაგებით, რომ პოსტტრავმული-სტრესული აშლილობის მკურნალობა უნდა მოხდეს იმ გარემოში, რომელიც იმ სტრესს არ აგონებს ადამიანს, სადაც სტრესი მიიღო".
ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ არასაკმარისი სიმძლავრით მიმდინარეობს ფიზიკური რეაბილიტაცია და მკურნალობის ამ რგოლს, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ფსიქოთერაპიის დროულმა დაწყებამ.
"ფსიქოთერაპიული ჩარევების, მოცულობისა და მეთოდების განსაზღვრის მიზნით, ჩატარდეს შესაბამისი დამატებითი კვლევები ამ სფეროს (მათ შორის, ფსიქოტრავმის სპეციალისტების) პროფესიონალების ჩართულობით; ფიზიკური რეაბილიტაცია; ფარმაკოლოგიური მკურნალობის კორექცია დანართში მოცემული დეტალური რეკომენდაციების შესაბამისად", — ვკითხულობთ განცხადებაში.
კონსილიუმის წევრებს ჟურნალისტებმა ექსპრეზიდენტის შესაძლო ფარმაკოლოგიურ წამებაზეც ჰკითხეს. ექიმებმა განაცხადეს, რომ ამის ნიშნებს ვერ ხედავენ და დანიშნულების მიხედვით ფსიქოტროპული მედიკამენტები სააკაშვილს ჭარბად არ მიუღია. მათივე თქმით, ამას სჭირდება გამოკვლევა. როგორც ექიმმა აღნიშნა, ერთ-ერთ კონსილიუმში მას მისცეს ისეთი დოზა, რომელსაც არ ეთანხმებიან, თუმცა ესეც თერაპიულ სიგანეში ჯდებოდა და არ იყო ტოქსიური დოზით.
"მე გავეცანი მხოლოდ იმ მედიკამენტებს, სათითაოდ გავეცანი დანიშნულების ფურცლებს, რომლებიც მას აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი ფარმაკოლოგიური წამება უნდოდა. რა იყო სხვა დაწესებულებებში არ ვიცი, მაგრამ გავეცანი ჩემი კოლეგების კონსულტაციებს, სადაც ბატონი მიხეილის მონაყოლის მიხედვით არის დაფიქსირებული, რა წამლებს იღებდა. იქ არის მაქსიმუმი დოზა წამლის [სახელი დაშიფრულია], რომელიც მას დანიშნული ჰქონდა 100 მილიგრამი და თუ ამაზე ვერ დაიძინებდა, უმატებდნენ 50 მილიგრამს, ზოგჯერ მისი თხოვნითაც. ის, რომ მას შემდეგ 200 მილიგრამი დაუნიშნა ერთ-ერთმა კონსულტანტმა დაასაბუთა იმით, რომ 150 უკვე მიღებული ჰქონდა და შეიძლება ზომის მომატება", — განაცხადა მარინა კურატაშვილმა.
რაც შეეხება საზღვარგარეთ გადაყვანას, ფსიქოთერაპევტის განცხადებით, ჯერ უნდა ჩამოიწეროს მისი საჭიროებები და შემდეგ განისაზღვროს, რამდენად არის შესაძლებელი მათი დაკმაყოფილება საქართველოში.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა/სპეციალისტთა ჯგუფმა სააკაშვილი 12 დეკემბერს მოინახულა. ეს მათი მეოთხე ვიზიტი იყო. ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: აიდა გოზალოვამ, თენგიზ წულაძემ, გიორგი კაჭარავამ, ნინო ზავრაშვილმა, გრიგოლი ხურციძემ, გიორგი პაპიაშვილმა, გიორგი გრიგოლიამ და მარინე კურატაშვილმა.
ომბუდსმენის განცხადებით, 9 ექიმმა მოამზადა დასკვნა, რომელიც შედგება 2 ნაწილისგან — ერთი არის საჯარო გამოყენებისთვის, მეორე უფრო ვრცელი ნაწილი, არის დეტალური კლინიკური გამოკვლევის შედეგები.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები