მოუწევთ იმ მოცემულობაზე გადაწყობა, რასაც სთავაზობს სახელმწიფო — სონღულაშვილი სათამაშო ბიზნესზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა აზარტული თამაშების კანონპროექტის განხილვისას სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მოუწევთ იმ მოცემულობაზე გადაწყობა, რასაც სახელმწიფო სთავაზობთ. მისი თქმით, კანონპროექტის განხილვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურია და არა ეკონომიკური, რადგან საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარეობს და ლუდომანიის პრობლემას ეხება.
"თქვენ ვერ მოგეწონებათ ეს კანონპროექტი ზუსტად ვიცი. აქედან გამომდინარე, მოუწევს ბიზნესს იმ მოცემულობაზე გადაწყობა, რა მოცემულობასაც სთავაზობს სახელმწიფო. ეს არის მოცემულობა და უნდა გამოვიდეთ აქედან, იმიტომ რომ ეს ემსახურება საზოგადოების ინტერესებს. ამის შიგნით რაც არ უნდა დეტალურ მსჯელობაში გავყვეთ, ეს არის პრინციპი მიდგომის, ამიტომ, არაფერს არ მოგვცემს დეტალური მსჯელობა", — განუცხადა დეპუტატმა ბიზნესის წარმომადგენლებს.
სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო იმიტომ არის სახელმწიფო, რომ "მიიღოს პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები". მისივე თქმით, თუ კანონპროექტს არ ექნება შედეგი, ამ შემთხვევაში მოხდება მისი შემდგომი განვითარება.
"ეკონომიკურ გათვლებთან მიმართებით, რაც არ უნდა ვიმსჯელოთ, ბიუჯეტს უფრო მეტი დააკლდება თუ უფრო ნაკლები დააკლდება, აქ ასე უფრო მეტად ჩაიკეტება საკითხი, თუ უფრო ნაკლებად ჩაიკეტება გადარიცხვები, ეს არის მეორეხარისხოვანი, იმიტომ რომ თუ შევამჩნიეთ, რომ ეს კანონპროექტი ვერ არეგულირებს და ვერ ემსახურება იმ მიზნებს, რა მიზანიც აქვს, აუცილებლად მოხდება შემდგომი განვითარება კანონპროექტის", — ამბობს ის.
სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლების კრიტიკული დამოკიდებულების პასუხად სონღულაშვილი ასევე აცხადებს, რომ "ეს არის სახელმწიფოს გადაწყვეტილება, მიიღეთ ისეთი, როგორიც არის, ეს არის მოცემულობა".
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს. კომიტეტის სხდომაზე გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ თუ აზარტულ თამაშებზე კანონს მიიღებენ, ამით ადამიანური ტრაგედიები უფრო გაიზრდება. რაქვიაშვილის განცხადებით, ამ კანონის მიღებით ადამიანები თამაშს თავს კი არ დაანებებენ, არამედ მოძებნიან არალეგალურ გზებს, რის შედეგადაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლების გამოვლენის, ასევე, მოთამაშეების უფლებების დაცვის ნაკლები შანსი იქნება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები