ასოცირებული ტრიოს სახელმწიფოები მოუწოდებენ ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს სამი ქვეყნის სუვერენულ არჩევანს ევროინტეგრაციის მიმართულებით.

"მოვუწოდებთ ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ჩვენი სახელმწიფოების სუვერენულ არჩევანს, ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმულ ყველა შესაბამის ნაბიჯს და აღიაროს საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა", — აღნიშნულია ასოცირებული ტრიოს ერთობლივ განცხადებაში.

15 დეკემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართა. საქართველოს სამიტზე პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენდა.