როგორ ფიქრობთ, განცხადების გარდა, რომ მიდიხართ პოსტიდან, რამე სხვას უნდა გვეუბნებოდეთ? — სამადაშვილი გვენეტაძეს
"როგორ ფიქრობთ, აქ თქვენ განცხადების გარდა, რომ მიდიხართ თქვენი პოსტიდან, რამე სხვას უნდა გვეუბნებოდეთ საქართველოს პარლამენტში დღეს?" — ამ კითხვით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს პარლამეტში პლენარულ სხდომაზე.
სამადაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ინფლაციამ ბოლო 25 წლის მანძილზე მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია.
"25 წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში ინფლაციამ მიაღწია მაქსიმალურ ნიშნულს და თქვენ კომიტეტის სხდომაზე მითხარით, რომ ეს სიმართლე არ არის. თქვენს იმეილს თუ მომცემთ, გადმოგიგზავნით ცხრილს იმიტომ, რომ უცნაურია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ აქვს მონაცემები გასული 25 წლის მანძილზე, დეკემბრიდან დეკემბრამდე ინფლაცია სადამდე ადიოდა ჩვენს ქვეყანაში.
მე მინდა გითხრათ, რომ მონაცემების თანახმად, 1996 წელს გვქონდა ჩვენ ინფლაცია 13,8%, დღევანდელი მონაცემებით, ასულია უკვე 12,5%-ზე, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი 25 წლის მანძილზე და თქვენ გვეუბნებით, რომ ინფლაცია კიდევ გაიზრდება დეკემბრის ბოლომდე. ამიტომ 25 წლის მანძილზე რეკორდულ ინფლაციას რომ მიაღწევს ქვეყანაში წლიდან წლამდე, დეკემბრიდან დეკემბრამდე, როგორ ფიქრობთ, აქ თქვენ განცხადების გარდა, რომ მიდიხართ თქვენი პოსტიდან, რამე სხვას უნდა გვეუბნებოდეთ საქართველოს პარლამენტში დღეს?", — თქვა დეპუტატმა.
მან, ასევე, თქვა, რომ ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქვეყანაში პირველად პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი გახდა.
"მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი მოხსენების კიდევ ერთხელ მოსმენის შემდეგ საქართველოს პარლამენტში, ალბათ, აქტუალური იქნება შეკითხვა, რომელიც შეიძლება, თქვენთან ვინმეს ჰქონდეს, ის შეკითხვაა, რომელიც ჩემმა კოლეგამ, ბატონმა ბადრი ჯაფარიძემ კომიტეტის სხდომაზე უკვე დაგისვათ, როდის აპირებთ, რომ გადადგეთ, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ბატონი ბადრი ვერ ესწრება სხდომას, მათ შორის, თქვენი არც თუ მცირე წვლილის შედეგად ის იძულებულია, რომ ესწრებოდეს სასამართლო სხდომას, რომელიც მიმდინარეობს მისი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ, სრულიად უპრეცედენტოა ამ საქმეში თქვენი როლი, როდესაც პირდაპირ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდა ჩვენს ქვეყანაში პირველად პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი და ბადრის ნაცვლად მე გისვამთ კიდევ ერთხელ ამ შეკითხვას, როდის აპირებთ, რომ გადადგეთ", — თქვა პარლამენტის წევრმა.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები